,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N 260 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
310050020.54.066.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №101

2014 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებაში ცვლილების შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაოაბაზე' სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2013 310050020.54.066.016057) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. პირი, რომელზეც გაიცემა ამ წესით გათვალისწინებული პიროვნების დროებითი საშვი, აეროპორტის კონტროლირებად ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით, გარდა იმ პირებისა, რომელთა მონაცემები  შემოწმებულია და რომლებსაც გავლილი აქვთ ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული სწავლება. "

ბ)  მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. სააგენტო გასცემს პიროვნების მუდმივ საშვს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე და პიროვნებისა და სატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვს სააგენტოს თანამშრომლებზე ამ წესის საფუძველზე შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად.  სხვა ნებისმიერი საშვის გაცემას უზრუნველყოფს აეროპორტის ადმინისტრაცია, სააგენტოსთან შეთანხმებული საშვ(ებ)ის დამზადების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და ამოღების ინსტრუქციის საფუძველზე."

გ)  მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „20. სააგენტოს მიერ გაცემული საშვი მოქმედებს საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ამ საშვით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საშვი მოქმედებს კონკრეტული აეროპორტის კონტროლირებად და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. საჰაერო მოძრაობის სამსახურის იმ თანაშრომლებზე, რომელთაც სისტემატურად უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საქართველოს ერთზე მეტ სამოქალაქო აეროპორტში, აეროპორტის ადმინისტრაცია, სააგენტოსთან შეთანხმებით, გასცემს პიროვნების მუდმივ საშვს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საშვით განსაზღვრულ კონტროლირებად და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.“ 

დ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. პიროვნების მუდმივ  საშვს უნდა გააჩნდეს გაყალბებისაგან დამცავი კოდური სისტემა. კოდური სისტემის მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით."

ე)  22-ე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,22. დამსაქმებელი საწარმოს ლიკვიდაციის, პირის სამუშაოდან გათავისუფლების, ან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, საშვის გაუქმების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საშვის გამცემ ორგანოს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საშვის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს  საშვი მის გამცემს, გაუქმედან 7 სამუშაო დღის ვადაში. რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საშვების უწყებრივ რეესტრში (შემდგომ – რეესტრი)."

ვ) 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,47. საშვის დაკარგვის შემთხვევაში საშვის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, პირადად აცნობოს დამსაქმებელს და საშვის გამცემ ორგანოს ტელეფონის საშუალებით, ხოლო შემდგომ კი წერილობით. საშვის გამცემმა ორგანომ უნდა აწარმოოს დაკარგული საშვების აღრიცხვა."

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია