„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 30.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №425
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018045
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №425
2014 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 18 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2🔗
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ბელარუსის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი