საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.07.2014
ძალის დაკარგვა 16.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/89
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2014 მიღება
16.10.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/89 2014 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Exel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის (ინგლისურის, გერმანულის, რუსულის ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის) ცოდნა კარგად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია