⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.08.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.07.2014
ძალის დაკარგვა 20.08.2020
გამომცემი ორგანო 1
ნომერი №1-1/169
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,485 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.2014 მიღება
20.08.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 A,B,C,D,F,G,    ჯგუფების გემებისათვის
2 E  ჯგუფის გემებისათვის
3 სამგზავრო საკრუიზო გემებისათვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/169 2014 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის,  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 16 ივნისის  №1-1/939 ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე   მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები”. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1-1/1867 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომში-წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის (შემდგომ - ჰიდროგრაფიული სამსახური) მიერ გაწეული  კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა სახის მომსახურების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა. 2.  წესი განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურის  ოდენობებს, მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. წესში გამოყენებული ტერმინთა განმარტებანი 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მომსახურება - საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისათვის ისეთი უფლებების მინიჭებასთან, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება,  საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუკების გაცემა; ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა; ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემა; ბათიმეტრული  მონაცემების შეგროვება, გაცემა; შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში, მათი გაცემა; გეოდეზიური  მონაცემების გაცემა; რომლის  მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა ჰიდროგრაფიულ სამსახურს დადგენილი საფასური უნდა გადაუხადოს. ბ) საფასური - ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ  გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი გადასახდელის განაკვეთი. გ)  ”ეროვნული გადამზიდავი” -  საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია ამ დარგის მარეგულირებელ  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში. მუხლი 3🔗.  ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების  სახეები, საფასურის  განაკვეთები და მომსახურების ვადები 1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის ოდენობა: ა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში  შემოსული გემების  შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება: 1 A,B,C,D,F,G,    ჯგუფების გემებისათვის ერთი კუბური მეტრი მოცულობა –  0,023 ა.შ.შ დოლარი. 2 E  ჯგუფის გემებისათვის ერთი კუბური მეტრი მოცულობა –  0,0030 ა.შ.შ დოლარი. 3 სამგზავრო საკრუიზო გემებისათვის ერთი კუბური მეტრი მოცულობა –  0,010 ა.შ.შ დოლარი. გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად: AA - ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები;  BBB - შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, გარდა A და C ჯგუფებისა;  C – ”ეროვნული გადამზიდავი” სატვირთო - სამგზავრო ბორნები;  DD - შორეული ნაოსნობის უცხო ქვეყნების სატვირთო - სამგზავრო ბორნები;  EE - ”ეროვნული გადამზიდავი” სამგზავრო გემები;  FF - ”ეროვნული გადამზიდავი” ტანკერები;  GG -  ”ეროვნული გადამზიდავი”  ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები;  HH - ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები;  I - ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწვის მქონე გემები; J - ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები; KK - სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო - სასამსახურო, სამეცნიერო - კვლევითი გემები;  L - სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები. შენიშვნა: H,I,J,K,Lჯგუფების გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან. იმ ტანკერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე 0.85. ბ)  საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკების გაცემა: საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკა (მასშტაბი 1:1000 – 1:25000), 3 დღის ვადაში  - 30  აშშ დოლარი. საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკა (მასშტაბი 1:25000 - ის ზემოთ), 3 დღის ვადაში   -  25 აშშ დოლარი. გ) გასული დღეების (1–10 დღემდე) ზღვის აკვატორიაში  ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: 3 დღის ვადაში  - 4 აშშ დოლარი; 2 დღის ვადაში  - 6 აშშ დოლარი; იმავე დღეს - 9  აშშ დოლარი. დ) გასული დღეების (10–30 დღემდე) ზღვის აკვატორიაში  ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: 3 დღის ვადაში  - 11 აშშ დოლარი; 2 დღის ვადაში  - 13 აშშ დოლარი; იმავე დღეს - 15 აშშ დოლარი. ე) გასული თვეების  (12 თვემდე) ზღვის აკვატორიაში  ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: 3 დღის ვადაში   - 18  აშშ დოლარი; 2 დღის ვადაში  -  25 აშშ დოლარი; ვ) გასული წლების  (2009 წლამდე) ზღვის აკვატორიაში  ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: 4 დღის ვადაში  - 25 აშშ დოლარი; 3 დღის ვადაში  - 30 აშშ დოლარი; ზ)  სამ დღემდე ზღვის აკვატორიაში ამინდის პროგნოზის გაცემა: 1 სამუშაო დღის ვადაში  - 6 აშშ დოლარი; თ) ოთხიდან  შვიდ დღემდე  ამინდის პროგნოზის გაცემა: 1 სამუშაო დღის ვადაში  - 9 აშშ დოლარი; ი) ბათიმეტრული ( მრავალსხივიანი ექოლოტით) მონაცემების შეგროვება ( 3 მეტრიდან 400 მეტრის სიღრმემდე): მონაცემთა შეგროვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში   - შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 210 აშშ დოლარი; მონაცემთა შეგროვებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში   -  შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 240 აშშ დოლარი; კ) ბათიმეტრული ( ერთსხივიანი ექოლოტით) მონაცემების შეგროვება ( 0 დან 900 მეტრის სიღრმემდე), გაცემა: მონაცემთა შეგროვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში     - შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 105 აშშ დოლარი; მონაცემთა შეგროვებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში   - შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 125 აშშ დოლარი; ლ) შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში (3 მეტრიდან 400 მეტრის სიღრმემდე): მონაცემთა შეგროვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში - შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 210 აშშ დოლარი; მონაცემთა შეგროვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში   - შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 240 აშშ დოლარი; ნ)  გეოდეზია:  გეოდეზიური წერტილის კოორდინატის აღება – 1 წერტილი – 30 აშშ დოლარი 2. მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია აშშ დოლარებში. 3. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან ან ზღვაში განთავსებული  ტივტივა  ნავმისადგომიდან. 4. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ინვოისის გამოწერის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, ხოლო სხვა სახის მომსახურების საფასური გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშსწორების დღისათვის დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 5. თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან განსხვავებული საფასური, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. 6. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასური მოცემულია დღგ–ს გარეშე, ხოლო სხვა სახის მომსახურების საფასური  მოცემულია  დღგ-ს ჩათვლით. 7. ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესითა და პირობებით. 8. მომსახურების ვადის ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად, გარდა იმ მომსახურებისა, რომლის გაწევაც უნდა მოხდეს განცხადების რეგისტრაციის დღეს. ასეთ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება განცხადების რეგისტრაციის დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 9. მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,  თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“. 10. სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეჩერო სამსახური ( შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე ) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები თავისუფლდებიან მხოლოდ ფაქტობრივი ამინდისა  და ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემისთვის დადგენილი საფასურისაგან. მუხლი 4🔗 საფასურის გადახდის წესი  1.ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით დადგენილი საფასური , ამ წესის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე,  უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა  მესამე მუხლის  პირველი პუნქტის „ი“, „კ“  „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა, რომელთა გადახდაც ხორციელდება, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მომსახურების გაწევისთანავე, ასევე გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება გემის ნავსადგურიდან ან ტივტივა ნავმისადგომიდან გასვლიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საფასური  ჩაირიცხება  ჰიდროგრაფიული სამსახურის ანგარიშზე. 6.შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების მიმღები ვალდებულია გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია.  მომსახურების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახური. საბანკო გარანტია ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗   გადახდილი საფასურის  დაბრუნების წესი 1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადამხდელს დაუბრუნდება  სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთებს შორის. 2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ: ა) ჰიდროგრაფიული სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით. 3. გადახდილი თანხის  ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. 4. საფასურთან  დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.