საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1117
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა და ტერიტორიულმა ორგანოებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი