საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდარპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1166
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2014
matsne.gov.ge 656 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდარპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}     საქართველოს მთავრობის განკარგულება №1166 2014 წლის 26 ივნისი  ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდარპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას“(ს/ნ №211361177) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ქ. თბილისში, წყნეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები №1, №2 და მათზე დამაგრებული 2800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.087.019). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, გადასაცემი უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:  ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;   ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა №7-ში (ნაკვეთი 123/13) მდებარე შენობა-ნაგებობები №1-დან №8-ის ჩათვლით და მათზე დამაგრებული 5509 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისს მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.123.035); ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა №7-ში (ნაკვეთი 123/13) მდებარე შენობა №1, საერთო ფართი – 489,31 კვ.მ (მათ შორის, I სართული – 251,97 კვ.მ და II სართული – 237,34 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული 2360,16 კვ.მ მიწის ფართობი (უძრავი ქონების (მიწის) საკადასტრო კოდი №01.20.01.123.039) სახელმწიფოს საკუთრებაში უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურით გადახდის სანაცვლოდ. 3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების შესყიდვის მიზნით,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 167 000 (ას სამოცდაშვიდი ათასი) ლარი. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს თანხმობა ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა №7-ში (ნაკვეთი 123/13) მდებარე 1315 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 3 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.123.040), დევნილთა მიერ ამავე უძრავი ქონების ხელყოფის ან მასზე საკუთრების უფლების სხვაგვარად დარღვევის აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, შესაბამისი მიმართვიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი