სს"საქორგგაზი"-ის განცხადება რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის” (ს/კ 208147637) აქციონერთა საყურადღებოდ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 ივლისს, დღის 12 საათზე, საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სს „საქორგგაზის” დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სააქციო საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, ქიზიყის ქ.№13-ში.
დღის წესრიგი:
1. სს „საქორგგაზის“ მიერ ქონების შეძენა ან/და გასხვისება.
2. სს „საქორგგაზის” კრედიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
3. სს „საქორგგაზის“ კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვების გზით.
4. სხვადასხვა.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2014 წლის 2 ივლისი. დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ კომპანიის ადმინისტრაციაში.