„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 24.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016948
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №261
2014 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2014 წლის 30 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ.
2. შეატყობინოს ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების შესახებ.
მუხლი 3🔗. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი