„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №3 |
|
2014 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (ვებგვერდი, 02/07/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“ 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“ 3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“ 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე.ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე.ვ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე.ზ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე.თ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები; ე.ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;“ 5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს;“ 6. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი 1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა; დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა); ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა; ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ვ.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“; ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; თ) პასუხისმგებლობის გრძნობა; ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი; კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი; ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; მ) გუნდურად მუშაობის უნარი; ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული. 2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება: ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.“ 7. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, რომელიც უნდა ეხებოდეს ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 3 ივლისიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 03.07.2014. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.57.069.016043.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №3, 03.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.57.069.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2386431/