განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13                                            

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,გუდვილი’’

დირექტორი – ბესიკ ჯიქურაული

მოთხოვნა – შპს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,გუდვილის’’ დირექტორის ბესიკ ჯიქურაულის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცედურა. 2014 წლის 14 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე შპს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით რეაბილიტაციის მმართველი _ კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია) (ს/კ. 205198212) აცილებული იქნა შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველობიდან.

2014 წლის 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კერძო საჩივრით მომართა შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველმა შპს ,,ფი ქეი ეფ ჯორჯიას’’ დირექტორმა დავით გვეტაძემ და მოითხოვა 2014 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმება (იხ. კერძო საჩივარი ტ. 95).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველის შპს ,,ფი ქეი ეფ ჯორჯიას’’ დირექტორის დავით გვეტაძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, საიდანაც საქმე დაბრუნებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით შპს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველის შპს ,,ფი ქეი ეფ ჯორჯიას’’ დირექტორის დავით გვეტაძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ივნისისა და 9 ივნისის განჩინებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,გუდვილის’’ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა და მოითხოვა რიგგარეშე კრების მოწვევა, შემდეგი დღის წესრიგით: სს ,,თიბისი ბანკის’’ წინააღმდეგ სასამართლო დავების შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა და რეაბილიტაციის მმართველის ახალი კანდიდატურის საკითხის განხილვა, ხოლო 2014 წლის 27 ივნისს უზრუნველყოფილ კრედიტორის სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილული და მოწონებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რომელიც მისაღებია ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორისათვის.

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, მოვალეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 8 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. სს ,,თიბისი ბანკის’’ წინააღმდეგ სასამართლო დავების შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა;

1.2. რეაბილიტაციის მმართველის ახალი კანდიდატურის საკითხის განხილვა;

1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www. tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                            თამარ ჭუნიაშვილი