ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ტოგოს რესპუბლიკას შორის

მიღების თარიღი 27.05.2014
ძალაში შესვლა 27.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №183/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2014
matsne.gov.ge 209 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2014 მიღება
27.05.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით   მისი აღმატებულება, ბატონი კახა იმნაძე ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი ტოგოს რესპუბლიკის სახელით      მისი აღმატებულება, ბატონი კოჯო მენანი                   ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ტოგოს რესპუბლიკას შორის ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ტოგოს რესპუბლიკას შორის საქართველო და ტოგოს რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ტოგოს რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2014 წლის 27 მაისს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. საქართველოს სახელით მისი აღმატებულება, ბატონი კახა იმნაძე ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი                ტოგოს რესპუბლიკის სახელით    მისი აღმატებულება, ბატონი კოჯო მენანი                   ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი