,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2014 წლის 4 ივლისი ქ.თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ხანდაზმულთა (80-დან 100 წლამდე ასაკის და 100 და მეტი წლის ასაკის) დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები 80- დან 100 წლამდე , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 600 ლარს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციიდან;
ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში;
ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული დევნილთა სამინისტროსთან ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი :
,,მუხლი 202. ოპერაციების თანადაფინანსება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ოპერაციების თანადაფინანსების ხარჯები, თუ მათ ისარგებლეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით და მიიღეს ნაწილობრივი დაფინანსება.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე“.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 203 მუხლი :
,,მუხლი203. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდების დახმარება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარისა, ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
5. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 204 მუხლი :
,,მუხლი 204. განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით, ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვების (0-7 წლამდე), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სარეაბილიტაციო პროცედურები, უცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება.
2. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.
|