„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№433
სარეგისტრაციო კოდი
100110000.10.003.018053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №433

2014 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ, №11, 30/01/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) დანაშაულის პრევენციის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

დ) სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების და გამოწვევების, სამომავლო თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული ანალიზის მომზადება და  მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და შესაბამისი სტრუტურული ქვედანაყოფებისათვის წარდგენა;

ე) სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა, დახვეწა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, თანამედროვე მენეჯმენტისა და მეთოდების დანერგვის შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ი) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;

ო)  კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

პ) დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და მათი მიზნობრივი გამოყენება;

ჟ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

რ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

ს) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ტ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;

ფ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ყ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №433. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.10.003.018053.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №433, 07.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 100110000.10.003.018053 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2388310/