საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.07.2014
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №14243
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,406 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №14243 2014 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის,  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის  სააგენტოს  შექმნის შესახებ” საქართველოს  მთავრობის 2014 წლის  17 ივნისის №398 დადგენილების მე-4 მუხლის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს დებულება”. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 3 ივლისის №13731 ბრძანებები. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსითეიმურაზ მღებრიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო  უზრუნველყოფის სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო). 2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდეგში – სამსახური).   3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა  შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე. სააგენტო სრულად სარგებლობს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება-მოვალეობით, საკუთარი სახელით იძენს უფლება-მოვალეობებს, დებს გარიგებებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს მხარეს სასამართლოში.   4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი თავისი სახელწოდებით და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. დადიანის/გალაკტიონის  ქ. 13/18.  მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები სააგენტოს საქმიანობის  მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე ქვეყნის შესაბამისი მაღალი რანგის თანამდებობის პირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის დავალებით, სამსახურის დასაცავი პირების და დაცვის ობიექტების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული სერვისული მომსახურება; გ) გადაცემული ქონების ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, შესაბამისი აღჭურვა, საამშენებლო და სარემონტო (მიმდინარე და კაპიტალური) სამუშაოების უზრუნველყოფა;  დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროგრამებისა და  პროექტების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის (მათ შორის, საზღვარგარეთიდან ჩამოსული) სტუმრების მომსახურება მოთხოვნის შემთხვევაში; ვ) სახელისუფლებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ასევე სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი კონტინგენტის მიღება და სათანადო მომსახურება; ზ) სამსახურის დავალებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების აღჭურვა, კეთილმოწყობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარების უზრუნველყოფა და სერვისული მომსახურება.  მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილებანი თავისი ამოცანებისა და მიზნების განსახორციელებლად  სააგენტოს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;   ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია; გ) განკარგოს მის გამგებლობაში არსებული ქონება და ფულადი სახსრები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს ურთიერთობა და დადოს ხელშეკრულებები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის, სხვა ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ე) სამსახურთან შეთანხმებით განახორციელოს სააგენტოს კადრების შერჩევა და დაკომპლექტება, აგრეთვე დადგენილი წესით ხელი შეუწყოს სააგენტოში დასაქმებულ სპეციალისტთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას; ვ) სამსახურთან შეთანხმებით მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტები შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები, საჭირო ეკონომიკური ურთიერთობები და უზრუნველყოს დანიშნულების ადგილებზე სააგენტოს  წარმომადგენლების გაგზავნა; თ) განიხილოს განცხადებები სააგენტოს  კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი სააგენტოსთვის  გადაცემული სახელმწიფო ქონების მიმართ; ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს მართვას ახორციელებს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე. 3. სააგენტოს დირექტორი: ა) ახორციელებს სააგენტოს  საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ-სამეურნეო, სახელშეკრულებო და საფინანსო საქმიანობას, შრომის დისციპლინის დაცვას;   ბ) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით უზრუნველყოფს სააგენტოს წარმომადგენლობას; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს   გამგებლობაში არსებულ ქონებას, უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, საბანკო, საანგარიშსწორებო და სხვა ოპერაციების განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციებს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს; ე) სამსახურის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; ვ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ზ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, წყვეტს სააგენტოს თანამშრომლების  საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების საკითხს (სააგენტოს  დირექტორის მივლინების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი);  თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს) და განსაზღვრავს მათ ამოცანებს და საქმიანობის წესს; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს ცალკეული უფლებამოსილების სააგენტოს დირექტორის მოადგილეზე დელეგირებას, იყენებს დისციპლინური  პასუხისმგებლობის და წახალისების ღონისძიებებს სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ, იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის; კ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტომ, სამსახურის როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სააგენტოს ქონებასთან და მატერიალურ-ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი (მიმდინარე) საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამსახურის – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე. მუხლი 6🔗. სააგენტოს  სტრუქტურა, დანაყოფების მოვალეობანი და მოსამსახურე პერსონალი 1. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია: ა) იურიდიული სამსახური  – სააგენტოს დოკუმენტაციის იურიდიული ექსპერტიზა და, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებში; სააგენტოს ხელმძღვანელის გამოსაცემი ბრძანებების პროექტების, ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის მომზადება და ვიზირება; გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ბ) კანცელარიის სამსახური – ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა სააგენტოში მიღების, განვითარების, საქმიანობის და გათავისუფლების პროცედურების მართვა, საქმისწარმოების ორგანიზება და დოკუმენტების შესრულების კონტროლი;  გ) ქონების მართვის და ზედამხედველობის სამსახური – სააგენტოს სარგებლობაში არსებული ქონების საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოების წინადადებების შემუშავება და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობა; სააგენტოს სარგებლობაში არსებული ქონების მუდმივი მონიტორინგი;  დ) საფინანსო სამსახური – ფინანსური ანგარიშგების, ფინანსური ანალიზისა და გეგმების მომზადება, ორგანიზაციის ბიუჯეტის შედგენა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუღალტერიის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი სააღრიცხვო, საგადასახადო და საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით; ე) ღონისძიებების დაგეგმვისა და უზრუნველყოფის ჯგუფი – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სამთავრობო ღონისძიებების, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების სასტუმრო, კვებითი და საბანკეტო მომსახურების უზრუნველყოფა სამთავრობო თუ არენდირებულ ობიექტებში; ვ) სერვისული/სამეურნეო სამსახური – სააგენტოს ბალანსზე არსებული ობიექტების უზრუნველყოფა ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით შეძენის და ადგილზე მიტანის ჩათვლით, სააგენტოს ძირითადი და მცირეფასიანი საშუალებების ინვენტარიზაციის ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა, სასაწყობე მეურნეობის გამართულად წარმართვა და სამეურნეო საშუალებების ხარჯვის კონტროლის განხორციელება; ზ) სატრანსპორტო მომსახურების ჯგუფი – სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა და კონტროლი; საფინანსო სამსახურთან სათადარიგო ნაწილების და მომსახურების შესყიდვების კოორდინაცია; თ) ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მომსახურების ჯგუფი – რეზიდენციაში საქართველოს მთავრობის და მოწვეული უმაღლესი დონის სტუმრების საქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნა, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვანი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;   ი)  აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვანი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. 2. სააგენტოს მოსამსახურე პერსონალს წარმოადგენენ სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტები. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სააგენტოში მისაღებ კანდიდატებზე ვრცელდება სამსახურში მისაღები კანდიდატების სპეციალური შესწავლისა და შემოწმების წესი.  მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსება 1. სააგენტოს, დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორცილებლად კანონმდებლობით, დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნებით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 8🔗. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, ჩაატაროს  ინვენტარიზაცია, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურს. მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით.