დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე ან პროცედურების დაცვით) და პირობების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 08.07.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.152.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე ან პროცედურების დაცვით) და პირობების განსაზღვრის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2014 წლის 8 ივლისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე ან პროცედურების დაცვით) და პირობების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების დროებითი შენობა -ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ტექსტში შემდგომ დადგენილება) 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე:
ა) 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე
სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან 10 მ-მდე
ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე
ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ.მდე, მზისა და
ბიოგაზის დანადგარი);
ვ) ლანდშაფტური მშენებლობა;
ზ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;
თ) სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა;
ი) ბანკომატის განთავსება;
კ) საჩრდილობლის მოწყობა;
ლ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი
სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი
მასალის ცვლილება;
მ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განთავსებული ბაზრობა-გამოფენებისათვის,
საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-
ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ
მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
გადაწყვეტილება;
ნ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2,2 მ სიღრმის აუზის,
ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
პ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და
განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო
კოშკების მშენებლობა;
ჟ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;
რ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;
ს) აბრებისა და რეკლამების განთავსება;
ტ) შენობა-ნაგებობების ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული
ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება;
უ) არასაზოგადოებრივ, კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული I კლასს დაქვემდებარებული
მახასიათებლების მქონე დროებითი შენობები და ნაგებობები.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების დროებითი შენობა-ნაგებობები და შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გარეშე და დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით:
ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის
გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის
(ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის
მშენებლობას/მონტაჟს;
ბ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
გ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა
და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
დ) ხაზობრივი ნაგებობები - III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III
კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების
ელექტროგადამცემი ხაზები;
ე) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან
სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ვ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი, თუ
აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ;
მუხლი 3🔗
თუ სამშენებლო მიწის ფართი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში,
შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 30 მეტრიან ზონაში I
კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად, (გარდა პირველი მუხლის ,,გ’’,
,,ვ’’, ,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, ,,ლ’’, ,,ნ’’, ,,ო’’, ,,პ’’, ,,ჟ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,ტ’’, ,,უ’’ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული შემთხვევებისა), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სავალდებულოა დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა.
ბ) სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების
განსაკუთრებული რეჟიმი, „ტყის ფონდისა“ და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონებით
განსაზღვრულ ტერიტორიებზე და საკურორტო-სარეკრიაციო ზონებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად (გარდა პირველი მუხლის ,,გ’’, ,,ვ’’,
,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, ,,ლ’’, ,,ჟ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,ტ’’ პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სავალდებულოა დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა.
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში I კლასს დაქვემდებარებული
შენობა- ნაგებობების ასაშენებლად (გარდა პირველი მუხლის ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, ,,ნ’’, ,,ო’’, ,,რ’’, ,,უ’’ პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სავალდებულოა დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა.
მუხლი 4🔗
I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები და დროებითი შენობა-ნაგებობები, რომელთა მშენებლობა/განთავსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაძლებელია დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი