სააქციო საზოგადოება ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული ქარხანა" - აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება – „ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული პრეპარატების ქარხნის“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წლის 28ივლისს 1300 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება –„ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული პრეპარატების ქარხნის“, ს/№206027173, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 25 -ში (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების რეორგანიზაციის საკითხის გადაწყვეტა (საზოგადოებიდან შეზღუდული პასუხისმგობლობის საზოგადოებების გამოყოფა და საზოგადოების გარდაქმნა)
2. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა;
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 18 ივლისი სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს„ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული პრეპარატების ქარხნის“ ადმინისტრაციაში, ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 28ივლისს, 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში – მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაც ი ის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 25-ში, ტელ.: 597191852
საზოგადოების დირექტორი რომან წოწორია
07.07.2014წ.