ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №14/18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,244 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
ავტოსატრანსპორტო საშუალება
ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; 2.გადახდის დამადასტურებელი საბუთი – ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას; 3.გზა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი; 4.პარკირება/დგომა (შემდგომში – პარკირება) – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას; 5.პარკირების ადგილი – პარკირების მიზნით გამოყოფილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი
მუხლი 2
პარკირების ოპერატორი
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმით შერჩეული პირი; 7.პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი, პარკირების საფასური და შეღავათები საფასურის გადახდისას, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები; 8.ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის; 9.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №14/18 2014 წლის 7 ივლისი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი თანახმად დანართი №1ისა. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო  საშუალებების  პარკირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელების წესს. 2. პარკირების წესი შემუშავებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზებისა და ქალაქის გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პარკირების წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1.ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; 2.გადახდის დამადასტურებელი საბუთი – ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას; 3.გზა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი; 4.პარკირება/დგომა (შემდგომში – პარკირება) – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას; 5.პარკირების ადგილი – პარკირების მიზნით გამოყოფილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი; 6. პარკირების ოპერატორი – მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმით შერჩეული პირი; 7.პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი, პარკირების საფასური და შეღავათები საფასურის გადახდისას, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები; 8.ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის; 9.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია. მუხლი 3🔗. პარკირება 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ფასიანი პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება: ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის; ბ) უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამუშაოებისათვის; გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად; დ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის; ე) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  დაგვა-დასუფთავებისათვის; ვ) ინკასაციისათვის. 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდგომი პირობების გათვალისწინებით, კერძოდ: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  განვითარების ინტერესების; ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვის; გ) სატრანსპორტო ნაკადის; დ) ეკოლოგიური მდგომარეობის; ე) გზის გამტარუნარიანობის; ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;   ზ) საზოგადოების სხვა ინტერესების. 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე განსაზღვრავს: ა) ადგილებს, სადაც არ შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება; ბ) პარკირების ადგილებს, მათ შორის, სპეციალური პარკირების ადგილებს; გ) პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომზე დაყენების ხერხებს. მუხლი 4🔗. პარკირების სფეროს მართვა 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმით შერჩეული იურიდიული პირის მეშვეობით. 2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის. 3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლობითი ორგანო. მუხლი 5🔗. პარკირების ორგანიზება 1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესის შესაბამისად. 2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. 3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების და დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი, აგრეთვე საგზაო მონიშვნა, ან წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა. 5. პარკირება დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის რადიუსის დაშორებით. 6. პარკირების მიზნებისათვის საგზაო ნიშნები „დგომა აკრძალულია”, „გაჩერება აკრძალულია” და შესაბამისი საგზაო მონიშვნა მოიცავს ტროტუარზე პარკირების აკრძალვასაც. 7. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს, როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი. 8. პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით ან მის გარეშე. 9. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია ან ფასიანია, აღჭურვილ უნდა იქნას შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით. 10. სპეციალურ პარკირების ადგილებზე, შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი. 11. ტროტუარებზე პარკირების ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ გაჩერებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებების ან ქვეითის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოძრაობას. 12. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, შესაძლებელია აღიჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით. 13. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები. მუხლი 6🔗. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის; ბ) ტაქსების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, პარკირება შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისისათვის განსაზღვრულ ადგილებზე. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს შესაბამისად გამოყოფილი და აღნიშნული. ასეთ პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება. მუხლი 7🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან მესაკუთრემ, ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე რომ: ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას; ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას; გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას – პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება საღებავით მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს; დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება: ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილას შესაბამისი საცნობი ნიშნის ან სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეშე; ბ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის ან/და მიკროავტობუსის გაჩერების ადგილზე; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. ფასიან პარკირების ადგილზე დაყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ერთ-ერთი იმ საშუალებითა და ფორმით, რომელიც პარკირების ამ ადგილისათვის არის დადგენილი და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა. მუხლი 8🔗. პარკირების საფასური 1. დადგინდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: ა) 5 წუთიდან 1 საათამდე - 20თეთრი; ბ) 1 დღე  - 1(ერთი)  ლარი; გ) 7 დღე  - 5 (ხუთი) ლარი; დ) 30 დღე  - 10 (ათი)  ლარი; ე) 365 დღე  -  20 (ოცი) ლარი . 2. პარკირების საფასურის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება ფასიანი პარკირების ადგილზე პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. მუხლი 9🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა 1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის/სამსახურების მეშვეობით. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულება ამ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.