სს „საქცივპროდუქტი“-ს აქციონერთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქცივპროდუქტის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სს „საქცივპროდუქტი” იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 12 აგვისტოს, დღის 3 საათზე, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. № 27-ში. სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 10 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. მეთვალყურეთა საბჭოს წევრთა არჩევა.
2. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიიღება საზოგადოების დირექციაში ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ( ტელ. : 234 26 32) . განმარტებების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით დირექციაში, კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააქციო საზოგადოების რეესტრში 2014 წლის 10 ივლისის მდგომარეობით და წარმოადგენენ რეგისტრატორის მიერ დამოწმებულ ამონაწერს, ასევე პირადობის მოწმობას.
აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლებას შეამოწმებს საზოგადოების რეგისტრატორი - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მის. : მოსაშვილის 11; ტელ. : 225 15 60.
გენერალური დირექტორი ს. რუხაძე