საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №441
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №441
2014 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცულობის, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, სახელისუფლებო სტრუქტურების დახურული კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფის და სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო.
მუხლი 2🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ უფლებამონაცვლედ.
მუხლი 3🔗
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
მუხლი 4🔗
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა უზრუნველყოს სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
2. სააგენტოს უფროსმა შეიმუშაოს და შესაბამისი ცვლილების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი