საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№49
2014 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები‘‘.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 30 აგვისტოს №976 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი
1. უმაღლესი სამედიცინო განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
2. სამუშაო გამოცდილება:
ა) მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
3. კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;
ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;
თ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;
ი) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;
კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანება.
4. სხვა მოთხოვნები:
ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 2🔗. დირექტორის პირველი მოადგილე
1. განათლება:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მედიცინის დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული);
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.
2. სამუშაო გამოცდილება:
ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
ბ) მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
3. კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;
ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;
თ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;
ი) „სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;
კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანება.
4. სხვა მოთხოვნები:
ა) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 3🔗. დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში
1. განათლება:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.
2. სამუშაო გამოცდილება:
ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი;
ბ) მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
3. კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
ვ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;
ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანება.
4. სხვა მოთხოვნები:
ა) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 4🔗. დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში
1. უმაღლესი განათლება - საფინანსო-ეკონომიკური ან ბიზნესადმინისტრირება.
2. სამუშაო გამოცდილება:
ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი;
ბ) საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
გ) საბიუჯეტო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი.
3. კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
დ) შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ,,მარეგულირებელი ნორმები‘‘;
ე) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ვ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის №1321 ბრძანება;
ზ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება;
თ) „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;
ი) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანება;
კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანება.
4. სხვა მოთხოვნები:
ა) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.