1. საკრებულოს კომისიებია:

ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია;

დ) ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია;

ე)განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ