სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლისათვის გიორგი ჭალადიდელის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №86/ნ |
|
2014 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე საერო პირის – გიორგი ჭალადიდელის სახელი. |
| მუხლი 2 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|