ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 200’000’000 (ორასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“

მიღების თარიღი 20.01.2014
ძალაში შესვლა 20.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/20
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2014
matsne.gov.ge 3,470 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2014 მიღება
20.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
1. ტრანსაქცია 2. შემსყიდველი

დოკუმენტის ტექსტი

ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 200’000’000 (ორასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 200’000’000 (ორასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ პროექტი (იაპონიის ნოტა) თბილისი 20 იანვარი, 2014 თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი”) ორასი მილიონი იაპონური იენის (200,000,000 იაპონური იენი) ოდენობით. 2. (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში. (2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. (3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3. (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2014 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე 5. (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს: (ა) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. (ბ) რომ საბაჟო მოსაკრბლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან. (გ) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ეკონომიკური სირთულეების, მათ შორის, დავალიანების შემცირებისთვის. (დ) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ, როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და (ე) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს; (2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ. პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმი იაპონიის მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დონორი) და საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მიმღები”) შორის 2014 წლის 20 იანვარს ხელმოწერილი ნოტების გაცვლის დოკუმენტის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტების გაცვლა”) მე-2 და მე-6 პარაგრაფების შესაბამისად, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით მიმღების მცდელობების ხელშეწყობისთვის იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელება (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი”), დონორის და მიმღების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები: 1. ნებადართული პროდუქციის სია ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული პროდუქტები არის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობისთვის უნიკალური, ეფექტური და მოსახმარად მარტივი იაპონიის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული ტექნოლოგიების გამოყენებით. 2. მისაღები ქვეყნები ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში მითითებული მისაღები ქვეყანა არის იაპონია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორი მთავრობის წარმომადგენლები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 3. შესყიდვები (1) გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესასყიდად; მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიას და ეფექტიანობას, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლები. (2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმღებმა უნდა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისთვის. მიმღები ამ მიზნით ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში დადებს დაქირავების კონტრაქტს Japan International Cooperation System (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “აგენტი”), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით. (3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა დონორის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ. (4) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის (ტერმინი „იაპონიის მოქალაქეები” წინამდებარე პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირს, რომელსაც აკონტროლებს იაპონიის მოქალაქე ფიზიკური პირი). (5) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „არასაპროექტო გრანტისთვის იაპონიის შესყიდვების სახელმძღვანელოს” შესაბამისად, რაც, მათ შორის, მოიცავს ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები არ არის შესაბამისი. (6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად. 4. კომიტეტი (1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში დონორი და მიმღები დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომიტეტი”), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის განხილვა. ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დადებისთანავე აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩეველის სტატუსით. (2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულნი იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად. (3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით. (4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება დონორის მიერ ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დამტკიცებისთანავე. შემდგომი შეხვედრები გაიმართება დონორის ან მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია მიაწოდოს რჩევა დონორს ან მიმღებს კომიტეტის სხდომის გამართვის საჭიროების შესახებ. 5. თანხების ჩამორიცხვის პროცედურა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის, თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი: (1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ბანკი”) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის თანხების გადაცემას. (2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დონორის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს. (3) ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში „ანგარიში”), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი მიღებული თანხიდან გადაუხდის მიმწოდებლებს (შემდგომში - „ავანსი”) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე. ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, თუ ასეთი იარსებებს, სხვა ნებადართული პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე. (4) ანაზღაურების პროცედურა როდესაც ანგარიშზე დარჩენილი თანხის და ავანსების დარჩენილი თანხის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „დარჩენილი თანხა”) ჯამი გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, აგენტის გადასახდელის გარდა, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ გადაუხადოს დარჩენილი თანხა მიმღების მიერ იმ პროდუქტების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი პროდუქტების მისაღები ქვეყნები შესაძლოა იყოს საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა და რეგიონი, მიუხედავად ზევით განსაზღვრული (2) პარაგრაფის დებულებებისა. თუ აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია, აგენტი წარუდგენს მოთხოვნას ბანკს, რომ ბანკმა აგენტს ანგარიშზე გადაურიცხოს დარჩენილი თანხა და IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით გაუგზავნის ბანკს დარჩენილი თანხისათვის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატს, რომელიც დადასტურებული იქნება აგენტისა და მიმღების მიერ. ასეთი გადარიცხვის განხორციელების შემდეგ აგენტი გადაუხდის დარჩენილ თანხას მიმღებს. (5) ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები განხორციელდება გრანტის გამოყოფის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში და ამის შემდეგ გადარიცხვები აღარ განხორციელდება, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 6. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, როდესაც ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (დ) პუნქტის მიხედვით ანგარიშის მიღებისას დონორი გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არ არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურას. მიმღები აუნაზღაურებს დონორს დარჩენილ თანხას დაუყოვნებლივ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. 7. პროდუქტების გამოყენება მიმღები განახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს: ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები გამოყენებული იქნება, კერძოდ, საბოლოო გამომყენებლების მიერ, მათ შორის, თავად მიმღების მიერ არა კომერციული მიზნებისათვის; ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები მოვლილი და გამოყენებული იქნება სწორად და ეფექტურად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერისათვის; და (გ) მიანიჭებს სათანადო გარემოსდაცვით და სოციალურ ყურადღებას ზემოთ (ა)-ში აღნიშნულის გამოყენებას. (2) დონორის თხოვნის შემთხვევაში, მიმღები აგენტის მეშვეობით, შეატყობინებს დონორს ზემოაღნიშნულ (ა)-ს (1) ქვეპარაგრაფთან მიმართებაში გამოყენების მდგომარეობის შესახებ. თბილისი, 20 იანვარი, 2014 წელი (ხელმოწერა იაპონიის მხრიდან) ________________________ ტოშიო კაიტანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ხელმოწერა საქართველოს მხრიდან) ________________________ ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი (3 დანართი I-ის პროექტი) (მოდიფიცირებული ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად) დანართი I ნებადართული პროდუქტების სია კატეგორია: ქიმიური დანადგარები/აპარატურები - ფიზიკის და ქიმიის ინსტრუმენტები/ ხელსაწყო - ექსპერიმენტული ინსტრუმენტები/ ხელსაწყო, გასავალი მასალები - ლაბორატორიული აღჭურვილობა - ანალიტიკური ინსტრუმენტები/აღჭურვილობა - ფიზიკური რაოდენობა/ ფიზიკური საკუთრება/ინდუსტრიული ხარისხის განმსაზღვრელი აღჭურვილობა - ტესტირების მდებარეობა - გარემოსთან დაკავშირებული ხელსაწყოების გაზომვა - სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოები გაყოფილი სფეროებად - გათბობა/ გამაგრილებელი აღჭურვილობა - რეაგენტი - სხვა კატეგორია: მექანიკური სამუშაო იარაღი/ აპარატურა - მექანიკური სამუშაო იარაღი / გამარტივებული გამოთვლითი კონტროლის მანქანა (NC) - სამუშაო იარაღი - მეტალის მოდელი / შტამპი - საზომი აღჭურვილობა / აპარატურა - ოპტიკური საზომი აღჭურვილობა / აპარატურა - გამომცდელი - მექანიკური კომპონენტი / მოწყობილობა - შედუღების მექანიზმი / სითბოს მიმოქცევის მოწყობილობა - ჰიდრავლიკა / პლევმატიური მექანიზმი / აღჭურვილობა - პლასტიკის ჩამოსხმის მექანიზმი / აღჭურვილობა - ქარხნის ავტომატური სისტემა - სამრეწველო სარეცხი მექანიზმი - სამრეწველო რობორტი - სხვა კატეგორია: სამედიცინო აღჭურვილობა: - პაციენტის სიკვდილის წინა შემოწმება / ზედამხედველობის ინსტრუმენტი - სინჯის ტესტ ინსტრუმეტი - ბილოგიური სურათის აღჭურვილობა - აპარატურა საოპერაციო ოთახისთვის / სამედიცინო მკურნალობა - რეაბილიტაციის ასისტენტის აპარატურა - სპეციალური მიზნის აპარატურა დაყოფილი სამედიცინო დეპარტამენტის მიერ - აპარატურა სახლში მკურნალობისთვის / ცენტრალური მიწოდების ოთახი / სამედიცინო განათლება - მედიცინა / ქიმიური / წამლები - მეტალის ქირურგიული ინსტრუმენტები - სამედიცინო არმატურა / მომარაგება - აპარატურა ორთოპედიული ოპერაციისთვის - სამედიცინო ტექსტილური საქონელი - გათბობა / გამაგრილებელი აღჭურვილობა - სხვა კატეგორია : სათევზაო დანაგარი / აპარატურა - საზღვაო პროდუქციის გადამუშავების მექანიზმი / აპარატურა კატეგორია : გეოდეზიური კვლევა / სამშენებლო აღჭურვილობა - ნიადაგის საბურღი აღჭურვილობა - საზომი აღჭურვილობა - გეოფიზიკური კვლევის აღჭურვილობა - სამოქალაქო ინჟინერია / სამშენებლო ინსტრუმენტი - ბურღის მექანიზმები / აღჭურვილობა - სხვა კატეგორია : საზოგადოებრივი აღჭურვილობა - მნათი აღჭურვილობა / მნათი აპარატურა - კონდინცირება / სავენტილაციო აღჭურვილობა - კამბუზის აღჭურვილობა / სანიტარიული აღჭურვილობა - ავეჯი / ქონება - ძირითადი დანიშნულების ნაწილები / ნივთები საოჯახო გამოყენებისთვის - ჰიგიენური ხელსაწყოები / ქონება - სხვა კატეგორია: ინდუსტრიული ხელსაწყოები / აპარატურა - ძალა ორიენტირებული მექანიზმი / ტუმბო / კომპრესორი / ვენტილატორი ა.შ. - ინსტრუმენტები / ფონდები - საკვების დამუშავების მექანიზმი / აპარატურა კატეგორია: ინდუსტრიული მექანიზმები / აპარატურები - ტექსტილის მექანიზმები / კერვის მექანიზმი - მთავარი მიზნის ნაწილი / აქსესუარების ინდისტრიული მექანიზმები / აპარატურები - სხვა ინდუსტრიურლი მექანიზმები / აპარატურები კატეგორია: ძრავას და შიდა წვის ძრავა - ძრავას და შიდა წვის ძრავა კატეგორია: სხვა მთავარი ინსტრუმენტები / აპარატურები - უსაფრთხო ინსტრუმენტები / მოწყობილობები - ავტომატური სერვისის აღჭურვილობები -სხვა კატეგორია: დაბინძურების აცილების აღჭურვილობები - მყარი ნარჩენების მართვა - იზოლაციური ვიბრაციის აღჭურვილობა / აპარატურა - წყლის დაბინძურების კონტროლის აპარატურა - ჰაერის დაბინძურების კონტროლის აპარატურა კატეგორია: კატასტროფის აცილების განსაზღვრის აღჭურვილობა / აპარატურები - წყლის მიწოდება / სანიტარიული აღჭურვილობა / აპარატურა - თავშესაფართან დაკავშირებული აღჭურვილობა / აპარატურა კატეგორია: ტყის მექანიზმი / მოწყობილობა - ხის დამუშავების მექანიზმი - სამოქალაქო საინჟინრო / მშენებლობის განხორციელება - მოსავლის მოყვანა - მიწის დამუშავება კატეგორია: საბავშვო სპორტული მოედნის აღჭურვილობა - პარკის სპორტული მოედნის აღჭურვილობა კატეგორია: კეთილდღეობასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები - სამედიცინო აღჭურვილობა / მატერიალები - ურთიერთობის ასისტენტის ინსტრუმენტები - რეაბილიტაციის ასისტენტის აპარატურა - აპარატურა გადაადგილებისთვის / გადაადგილების ასისტენტი - სხვა კატეგორია: ელექტრო და ელექტრონული აღჭურვილობა / ხელსაწყოები - მომხმარების ელექტრო და ელექტრონული აღჭურვილობა / ხელსაწყოები - განსაზღვრული ელექტრო და ელექტრონული კომპონენტები - ელექტრობრუნვადი მექანიზმები / სადისტრიბუციო აპარატურა - ელექტროინფორმაციის შესავალი და გამოსავალის აპარატურა - სხვა კატეგორია: ზუსტი ინსტრუმენტები / ხელსაწყოები - ოპტიკური აღჭურვილობა / აპარატურა - ოპტიკური განსაზღვრის აღჭურვილობა / აპარატურა - საათი - სხვა კატეგორია: სატრანსპორტო მექანიზმი / სამშენებლო მექანიზმი - სატრანსპორტო საშუალება / მანქანა - სპეციალური მიზანი სატრანსპორტო საშუალებაზე - ხომალდი / გემი / ნავი - სამშენებლო მექანიზმი / დანადგარი - აპარატურა ტრანსპორტისთვის / ამწე / სატვირთოს მართვა - სხვა კატეგორია: სოფლის მეურნეობის მექანიზმი / მოწყობილობა - მიწის დამუშავება / მექანიზმი - სარწყავი აღჭურვილობა / აპარატურა - გაშენების განხორციელება / მექანიზმები - მოსავლის აღების განხორციელება / მექანიზმი - საშრობი და დასამუშავებელი აპარატურა - მარცვლეულის დამუშავება / მექანიზმი - სოფლის მეურნეობის განხორციელება / მატერიალური - ვეტერინარი / ცხოველების შეჯვარება / მექანიზმი - სხვა სოფლის მეურნეობის მექანიზმები კატეგორია: განათლებასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები / მოწყობილობა - ფიზიკური განათლება / განსაზღვრული ინსტრუმენტები - სასკოლო დაწესებულება / აპარატურა - აუდიო ვიზუალური აპარატურა - საოფისე მექანიზმი / განხოციელება - სასკოლო სასწავლო მატერიალები - სხვა კატეგორია: თევჭერის ინსტრუმენტები / მოწყობილობები - ოკეანოგრაფიული გამოკიტხვა - საზღვაო ინსტრუმენტები - გემთან დაკავშირებული ინსტრუმენტები / მოწყობილობები - თევზჭერის ინსტრუმენტები - საზღვაო უსაფრხოების ინსტრუმენტები / მოწყობილობა - სხვა კატეგორია: ქიმიური აღჭურვილობა - წყლის გამწმენდი აღჭურვილობა / აპარატურა კატეგორია: სერვისები - აუცილებელი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტთან (ინსტალაცია, ტრეინინგი, ტექნიკური და ა.შ.) სხვა: - ძირითადი პროდუქტი ( კაბელი, მილები, ხრახნები, ლურსმნები, ტექნიკა ა.შ.) - ქაღალდის პროდუქტი, დაპრინტერება ამ საკითხზე ა.შ. - ტექსტილის პროდუქტი - ქიმიური ინდუსტრიის პროდუქტები - მინერალური საწვავი, საპოხის ზეთი ა.შ. - კონსულტანტის სერვისი - სხვა (4 დანართი II-V-ის პროექტი) დანართი II აგენტის მომსახურებათა სფერო საჭირო ინფორმაციის მოგროვება და რჩევის მიცემა მიმღებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მიმღების თხოვნის საფუძველზე შესასყიდ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასეთი პროდუქტების მიწოდების ჩათვლით. კომიტეტის სხდომების ინფორმაციითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფა იმისა, რომ მიმღებსა და საბოლოო მომხმარებლებს სრულად ესმოდეთ გამოსაყენებელი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში. (1) მიმღებისთვის პროდუქტების სპეციფიკაციების მომზადება, როდესაც ეს აუცილებელია, საბოლოო მომხმარებლებთან დეტალური განხილვების მოწყობის ჩათვლით. შესასყიდი პროდუქტების ტიპისა და ღირებულების შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება. შეთავაზებების რეკლამირება, როდესაც დაგეგმილია საერთა­შორისო საკონკურსო ტენდერების ჩატარება; რეკლამის ტექსტი უნდა შეთანხმდეს მიმღებსა და დონორს შორის. შეთავაზებების შეფასება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მიმღებისთვის რეკომენდაციების წარდგენა მომწოდებლებისთვის შეკვეთის მიცემის დამტკიცების თაობაზე. ავანსების მიღება და გამოყენება თანახმად მიმღებთან გაფორმებული დასაქმების კონტრაქტისა, რომელიც მოხსენიებულია „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-3 პუნქტის (2) ქვეპუნქტში. მოლაპარაკებები და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან, დამაკმა­ყოფილებელ გადახდასთან, ტრანსპორტირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით. მიწოდების პროცესის შემოწმება ადგილზე მიტანის ვადების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მიმღებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდება დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეკვეთების შესრულების მსვლელობის, მიცემული შეკვეთების თაობაზე შეტყობინებების, ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სატრანსპორტო დოკუმენტებისა და სხვ. შესახებ. მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა ავანსებიდან. მიმღებისა და დონორისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი III დანართის მიხედვით. წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა. მიმღებისა და დონორისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემოსული შეკითხვების, შეკვეთების, შეკვეთების მდგომარეობის, ღირებულებისა და ადგი­ლზე მიტანის შესახებ. მიმღებისა და დონორისთვის ყოველკვარტალურად ანგარიშების მიწოდება, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ბალანსი და ყველა გადახდილი თანხა მოცემული კვარტალისთვის. ავანსების ბალანსის „ანგარიშზე“ გადარიცხვა „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-5 პუნქტის (5) ქვეპუნქტში მოხსენიებული პერიოდის გასვლის შემდეგ. დონორისთვის საერთო შეფასებითი ანგარიშის მიწოდება, რომელშიც შევა ყველა ტრანსპორტირებულ პროდუქტთან, წარმოშობის ქვეყანასთან, ადგილზე მიტანის თარიღთან, პროდუქტების ღირებულებასთან (შესაბამისი გადასახდელების ჩათვლით) და გახარჯულ და დარჩენილ მთლიან თანხებთან დაკავშირებული დეტალები. დანართი III დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი თარიღი : სარეგისტრაციო №: ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს: თანდართული წინასწარი ანგარიშ-ფაქტურის მითითებით, ამით ვადასტურ­ებთ, რომ შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებულის 2014 წლის 20 იანვრით და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებულის 2014 წლის 20 იანვრით ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები: შესყიდვის მეთოდი  (ჩასვით X სათანადო ადგილას) _______ : საერთაშორისო ტენდერი _______ : შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი _______ : საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვა _______ : პირდაპირი კონტრაქტების დადება პროდუქტები პროდუქტების სახელწოდება: წარმომავლობა: პროდუქტებისა და დამატებით მომსახურებათა ღირებულება პროდუქტები: ტრანსპორტირების ღირებულება: საზღვაო დაზღვევა: აგენტის ჰონორარები: სულ (a + b + c + d) მომწოდებელი სახელი: მისამართი: მოქალაქეობა: (ქვეყანა, სადაც მომწოდებული რეგისტრირებულია და სარგებლობს იურიდიული უფლებებით) ტვირთის მიმღები: სახელი: მისამართი:               (ხელმოწერა) __________________________ აგენტი სახელი, თანამდებობა დანართი IV დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი დარჩენილი თანხისთვის (ანაზღაურების პროცედურა) თარიღი : სარეგისტრაციო № საგადასახადო დავალების მითითებით, ქვემორე ხელის მომწერი ამით ადას­ტურებს, რომ აღნიშნულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებული ქვემოთ მოყვანილი შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებულის 2014 წლის 20 იანვრით და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებულის 2014 წლის 20 იანვრით ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას. მიმღების წარმომადგენელი, გარდა ამისა, ადასტურებს, რომ მიმღებს ადრე არც „ნოტათა გაცვლის“ მიხედვით, და არც ოფიციალური დახმარების სხვა წყაროებთან დადებული დაფინანსების შესახებ შეთანხმებათა მიხედვით, არ მოუთხოვია ანაზღაურება საგადასახადო დავალებაში შემავალ რომელიმე იმ თანხასთან მიმართებაში, რომელთა ანაზღაურებაც მოთხოვნილია. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. 1. ტრანსაქცია 2. შემსყიდველი 3. მომწოდე ბელი (სახელი) 4. მომწოდებლის მოქალაქეობა 5. ნაწარმი 6. წარმომავლობა 7. გადახდის თარიღი 8. გადახდილი თანხა 9. შესყიდვის მეთოდი 1. 2. 3. 4.  .  .  . ამას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები (თითო ეგზემპლარად) ყოველი ზემომოყვანილი ტრანსაქციისთვის. a. თანხლებული წერილი, შედგენილი მოლაპარაკებების მწარმოებელი/გადამხდელი ბანკის მიერ b. სატრანსპორტო ზედნადები, საფოსტო ამანათის მიღების დამადასტურებელი ქვითარი ან ავიასატრანსპორტო ზედნადები c. ანგარიშ-ფაქტურა                                                                                                                             ___________________________________                                                                                    უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                                                                                      (მიმღები)                                                                                            სახელი, თანამდებობა                                                                                                                            ____________________________________                                                                                     უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                                                                                         (აგენტი)                                                                                            სახელი, თანამდებობა დანართი V კომიტეტის კომპეტენციის სფერო გრაფიკის შედგენა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენებისთვის მოსაზრებათა გაცვლა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაწი­ლების თაობაზე, და აგრეთვე პოტენციური საბოლოო მომხმარებლების თაობაზე იმ პრობლემათა გამოვლენა, რომლებსაც გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების შეფერხება შეუძლიათ, და ამგვარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლა მოსაზრებების გაცვლა ქართულ ვალუტაში დეპონირებული თანხის ეფექტიანად გამოყენების თაობაზე ნებისმიერი იმ სხვა საკითხის განხილვა, რომელიც „ნოტათა გაცვლის“ შედეგად ან მასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას . (5 ანტიკორუფციულ ზომებზე მოლაპარაკებების ოქმის პროექტი) მოლაპარაკებების ოქმი ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 20 იანვრით და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტათა გაცვლა”), იაპონიის დელეგაციისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი: 1. ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა: იაპონიის მთავრობას ესმის, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს, როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის (3) პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ „ნოტათა გაცვლის” მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით. 2. ნოტათა გაცვლის მე-5 პარაგრაფის მე-2 ქვე-პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან ნოტათა გაცვლის პირველ პარაგრაფთან დაკავშირებით, და (ბ) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას. 3. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო. თბილისი, 20 იანვარი, 2014 წელი (ხელმოწერა საქართველოს მხრიდან) ________________________ ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი (ხელმოწერა იაპონიის მხრიდან) ________________________ ტოშიო კაიტანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ნოტის პროექტი 6 გრანტით შესყიდული პროდუქტის სამხედრო მიზნით გამოუყენებლობის შესახებ) იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 20 იანვრით დათარიღებული ნოტების გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გრანტს, რომელიც გადაცემულ იქნება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი აცნობოს საელჩოს, რომ იაპონური გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული პროდუქტი არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის. (7 პროექტი საბანკო ანგარიშის გახსნის პროცედურების დასრულების შესახებ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი მოიხსენიოს იაპონიის არასაპროექტო ტიპის საგრანტო დახმარება (სამრეწველო პროდუქციით მომარაგება), რომლის ოდენობაა ორასი მილიონი იაპონური იენი და რომლის თაობაზეც ხელმოწერილია ნოტების გაცვლის დოკუმენტი 2014 წლის 20 იანვარს. სამინისტროს კიდევ ერთხელ აქვს პატივი, მიაწოდოს ინფორმაცია საელჩოს, რომ აღნიშნულ ნოტათა გაცვლის დოკუმენტში მითითებული ანგარიში საქართველოს მთავრობის სახლით გახსნილია ბანკში: Tokyo-Mitsubishi-UFJ. ანგარიშის ნომერია * * * * * * * * *. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოხატავს დიდ პატივისცემას იაპონიის საელჩოს მიმართ. (8 გრანტის გამოყენების შესახებ შეტყობინების პროექტი) იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 20 იანვრით დათარიღებულ გაცვლით ნოტებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იაპონურ გრანტს გამოყოფილს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობისთვის, იაპონიის საელჩოს აქვს პატივი აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული გაცვლითი ნოტების 1 პარაგრაფში მოხსენიებული გრანტის განხორციელება მოხდება იაპონიის მთავრობის მიერ ნოტების მე-4 პარაგრაფის დებულებების შესაბამისად 2015 წლის 26 მარტს და გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამოიწურება 2015 წლის 25 მარტს, აღნიშნული გაცვლითი ნოტების მე-5 პარაგრაფის (1) (ა) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად.