ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“

მიღების თარიღი 18.06.2014
ძალაში შესვლა 18.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2014
matsne.gov.ge 4,462 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2014 მიღება
18.06.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1. ტრანსაქცია 2. შემსყიდ ველი
________________________ ტოშიო კაიტანი   იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ________________________ ნოდარ ხადური   საქართველოს ფინანსთა მინისტრი
________________________ ნოდარ ხადური   საქართველოს ფინანსთა მინისტრი ________________________ ტოშიო კაიტანი   იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

დოკუმენტის ტექსტი

ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“  (იაპონიის ნოტა) 2014 წლის  18 ივნისი ქ. თბილისი თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი”) ხუთასი მილიონი იაპონური იენის (500,000,000 იაპონური იენი) ოდენობით. 2. (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში.  (2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.  (3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3. (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.  (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2015 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე. 5. (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს: (ა) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. (ბ) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან. (გ) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ეკონომიკური სირთულეების, მათ შორის, დავალიანების შემცირებისთვის. (დ) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ, როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და (ე) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს; (2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ. ________________________ ტოშიო კაიტანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში საქართველოს ნოტა  თბილისი, 18 ივნისი, 2014 „თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გაცნობოთ თქვენი აღმატებულების დღევანდელი დღით დათარიღებული ნოტის მიღების შესახებ, სადაც ვკითხულობთ: მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი”) ხუთასი მილიონი იენის (500,000,000 იაპონური იენი) ოდენობით. 2. (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში.  (2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.  (3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3. (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.  (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2015 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე. 5. (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს: (ა) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. (ბ) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან. (გ) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ეკონომიკური სირთულეების, მათ შორის, დავალიანების შემცირებისთვის. (დ) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ, როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და (ე) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს; (2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ.” მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და ეს საპასუხო ნოტა გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება და ძალაში შევა ამ საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან.  ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენი აღმატებულების მიმართ დიდ პატივისცემას.  _________________________  ნოდარ ხადური  საქართველოს ფინანსთა მინისტრი პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმი იაპონიის მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული როგორც „დონორი) და საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მიმღები”) შორის 2014 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ნოტების გაცვლის დოკუმენტის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ნოტების გაცვლა”) მე-2 და მე-6 პარაგრაფების შესაბამისად, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით მიმღების მცდელობების ხელშეწყობისთვის იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელება (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი”), დონორის და მიმღების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები: 1. ნებადართული პროდუქციის სია ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული პროდუქტები არის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობისთვის უნიკალური, ეფექტური და მოსახმარად მარტივი იაპონიის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული ტექნოლოგიების გამოყენებით. 2. შესაბამისი ქვეყნები ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში მითითებული შესაბამისი ქვეყანა არის იაპონია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორი მთავრობის წარმომადგენლები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 3. შესყიდვები  (1) გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესასყიდად; მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიას და ეფექტიანობას, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლები.  (2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმღებმა უნდა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისთვის. მიმღები ამ მიზნით ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში დადებს დაქირავების კონტრაქტს Japan International Cooperation System (შემდგომში მოხსენიებული როგორც „აგენტი”), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით.  (3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა დონორის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ.  (4) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის (ტერმინი „იაპონიის მოქალაქეები” წინამდებარე პროცედურალ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირს, რომელსაც აკონტროლებს იაპონიის მოქალაქე ფიზიკური პირი).  (5) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „არასაპროექტო გრანტისთვის იაპონიის შესყიდვების სახელმძღვანელოს” შესაბამისად, რაც მათ შორის მოიცავს ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები არ არის შესაბამისი.  (6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად. 4. კომიტეტი  (1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში დონორი და მიმღები დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომიტეტი”), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის განხილვა. ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დადებისთანავე აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩეველის სტატუსით.  (2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულნი იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად.  (3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით.  (4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება დონორის მიერ ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დამტკიცებისთანავე. შემდგომი შეხვედრები გაიმართება დონორის ან მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია მიაწოდოს რჩევა დონორს ან მიმღებს კომიტეტის სხდომის გამართვის საჭიროების შესახებ. 5. თანხების ჩამორიცხვის პროცედურა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი:  (1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ბანკი”) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის თანხების გადაცემას.  (2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დონორის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს.  (3) ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში - „ანგარიში”), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი მიღებული თანხიდან გადაუხდის მიმწოდებლებს (შემდგომში - „ავანსი”) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე. ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, თუ ასეთი იარსებებს, სხვა ნებადართული პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე.  (4) ანაზღაურების პროცედურა როდესაც ანგარიშზე დარჩენილი თანხის და ავანსების დარჩენილი თანხის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „დარჩენილი თანხა”) ჯამი გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, აგენტის გადასახდელის გარდა, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ გადაუხადოს დარჩენილი თანხა მიმღების მიერ იმ პროდუქტების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი პროდუქტების შესაბამისი ქვეყნები შესაძლოა იყოს საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა და რეგიონი, მიუხედავად ზევით განსაზღვრული (2) პარაგრაფის დებულებებისა. თუ აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია, აგენტი წარუდგენს მოთხოვნას ბანკს, რომ ბანკმა აგენტს ანგარიშზე გადაურიცხოს დარჩენილი თანხა და IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით გაუგზავნის ბანკს დარჩენილი თანხისათვის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატს, რომელიც დადასტურებული იქნება აგენტისა და მიმღების მიერ. ასეთი გადარიცხვის განხორციელების შემდეგ აგენტი გადაუხდის დარჩენილ თანხას მიმღებს.  (5) ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები განხორციელდება გრანტის გამოყოფის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში და ამის შემდეგ გადარიცხვები აღარ განხორციელდება, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 6. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, როდესაც ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (დ) პუნქტის მიხედვით ანგარიშის მიღებისას დონორი გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არ არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურას. მიმღები აუნაზღაურებს დონორს დარჩენილ თანხას დაუყოვნებლივ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. 7. პროდუქტების გამოყენება მიმღები განახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს: ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები გამოყენებული იქნება, კერძოდ, საბოლოო გამომყენებლების მიერ, მათ შორის თავად მიმღების მიერ არაკომერციული მიზნებისათვის; ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები მოვლილი და გამოყენებული იქნება სწორად და ეფექტურად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერისათვის; და (გ) მიანიჭებს სათანადო გარემოსდაცვით და სოციალურ ყურადღებას ზემოთ (ა)-ში აღნიშნულის გამოყენებას. (2) დონორის თხოვნის შემთხვევაში, მიმღები აგენტის მეშვეობით, შეატყობინებს დონორს ზემოაღნიშნულ (ა)-ს (1) ქვეპარაგრაფთან მიმართებაში გამოყენების მდგომარეობის შესახებ. თბილისი, 18 ივნისი, 2014 ________________________                                                            _________________________ ტოშიო კაიტანი                                                                                            ნოდარ ხადური იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი                               საქართველოს ფინანსთა მინისტრი ელჩი საქართველოში პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მიმღები”) და იაპონიის მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული როგორც „დონორი) შორის 2014 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ნოტების გაცვლის დოკუმენტის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ნოტების გაცვლა”) მე-2 და მე-6 პარაგრაფების შესაბამისად, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით მიმღების მცდელობების ხელშეწყობისთვის იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელება (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი”), დონორის და მიმღების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები: 1. ნებადართული პროდუქციის სია ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული პროდუქტები არის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობისთვის უნიკალური, ეფექტური და მოსახმარად მარტივი იაპონიის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული ტექნოლოგიების გამოყენებით. 2. შესაბამისი ქვეყნები ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში მითითებული შესაბამისი ქვეყანა არის იაპონია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორი მთავრობის წარმომადგენლები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 3. შესყიდვები  (1) გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესასყიდად; მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიას და ეფექტიანობას, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლები.  (2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმღებმა უნდა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისთვის. მიმღები ამ მიზნით ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში დადებს დაქირავების კონტრაქტს Japan International Cooperation System (შემდგომში მოხსენიებული როგორც „აგენტი”), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით.  (3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა დონორის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ.  (4) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის (ტერმინი “იაპონიის მოქალაქეები” წინამდებარე პროცედურალ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირს, რომელსაც აკონტროლებს იაპონიის მოქალაქე ფიზიკური პირი).  (5) ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „არასაპროექტო გრანტისთვის იაპონიის შესყიდვების სახელმძღვანელოს” შესაბამისად, რაც მათ შორის მოიცავს, ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები არ არის შესაბამისი.  (6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად. 4. კომიტეტი  (1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში დონორი და მიმღები დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომიტეტი”), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის განხილვა. ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დადებისთანავე აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩეველის სტატუსით.  (2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულნი იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად.  (3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით.  (4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება დონორის მიერ ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დამტკიცებისთანავე. შემდგომი შეხვედრები გაიმართება დონორის ან მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია მიაწოდოს რჩევა დონორს ან მიმღებს კომიტეტის სხდომის გამართვის საჭიროების შესახებ. 5. თანხების ჩამორიცხვის პროცედურა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი:  (1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ბანკი”) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის თანხების გადაცემას.  (2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დონორის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს.  (3) ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში „ანგარიში”), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი მიღებული თანხიდან გადაუხდის მიმწოდებლებს (შემდგომში - „ავანსი”) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე. ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, თუ ასეთი იარსებებს, სხვა ნებადართული პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე.  (4) ანაზღაურების პროცედურა როდესაც ანგარიშზე დარჩენილი თანხის და ავანსების დარჩენილი თანხის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „დარჩენილი თანხა”) ჯამი გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, აგენტის გადასახდელის გარდა, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ გადაუხადოს დარჩენილი თანხა მიმღების მიერ იმ პროდუქტების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი პროდუქტების შესაბამისი ქვეყნები შესაძლოა იყოს საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა და რეგიონი, მიუხედავად ზევით განსაზღვრული (2) პარაგრაფის დებულებებისა. თუ აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია, აგენტი წარუდგენს მოთხოვნას ბანკს, რომ ბანკმა აგენტს ანგარიშზე გადაურიცხოს დარჩენილი თანხა და IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით გაუგზავნის ბანკს დარჩენილი თანხისათვის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატს, რომელიც დადასტურებული იქნება აგენტისა და მიმღების მიერ. ასეთი გადარიცხვის განხორციელების შემდეგ აგენტი გადაუხდის დარჩენილ თანხას მიმღებს.  (5) ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები განხორციელდება გრანტის გამოყოფის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში და ამის შემდეგ გადარიცხვები აღარ განხორციელდება, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 6. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, როდესაც ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (დ) პუნქტის მიხედვით ანგარიშის მიღებისას დონორი გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არ არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურას. მიმღები აუნაზღაურებს დონორს დარჩენილ თანხას დაუყოვნებლივ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. 7. პროდუქტების გამოყენება მიმღები განახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს: (ა) ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები გამოყენებული იქნება, კერძოდ, საბოლოო გამომყენებლების მიერ, მათ შორის, თავად მიმღების მიერ არა კომერციული მიზნებისათვის; (ბ)ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში განსაზღვრული პროდუქტები მოვლილი და გამოყენებული იქნება სწორად და ეფექტურად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერისათვის; და (გ) მიანიჭებს სათანადო გარემოსდაცვით და სოციალურ ყურადღებას ზემოთ (ა)-ში აღნიშნულის გამოყენებას. (2) დონორის თხოვნის შემთხვევაში, მიმღები აგენტის მეშვეობით, შეატყობინებს დონორს ზემოაღნიშნულ (1) (ა) ქვეპარაგრაფთან მიმართებაში გამოყენების მდგომარეობის შესახებ. თბილისი, 18 ივნისი, 2014 (ხელმოწერა საქართველოს მხრიდან) ________________________ ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი (ხელმოწერა იაპონიის მხრიდან) ________________________ ტოშიო კაიტანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დანართი I დასაშვები პროდუქტებისა და მომსახურების (კომპონენტები) ჩამონათვალი სამედიცინო და კეთილდღეობის აღჭურვილობა; შესაბამისი აღჭურვილობა, მასალები, ტრენინის მომსახურებები და ახვა აუცილებელი მომსახურება სამედიცინო და კეთილდღეობის აღჭურვილობის შენარჩუნებისა და ფუნქციონირებისათვის; საკონსულტაციო მომსახურება. დანართი II აგენტის მომსახურებათა სფერო საჭირო ინფორმაციის მოგროვება და რჩევის მიცემა მიმღებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მიმღების თხოვნის საფუძველზე შესასყიდ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასეთი პროდუქტების მიწოდების ჩათვლით. კომიტეტის სხდომების ინფორმაციითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფა იმისა, რომ მიმღებსა და საბოლოო მომხმარებლებს სრულად ესმოდეთ გამოსაყენებელი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში. (1) მიმღებისთვის პროდუქტების სპეციფიკაციების მომზადება, როდესაც ეს აუცილებელია, საბოლოო მომხმარებლებთან დეტალური განხილვების მოწყობის ჩათვლით. შესასყიდი პროდუქტების ტიპისა და ღირებულების შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება. შეთავაზებების რეკლამირება, როდესაც დაგეგმილია საერთა­შორისო საკონკურსო ტენდერების ჩატარება; რეკლამის ტექსტი უნდა შეთანხმდეს მიმღებსა და დონორს შორის. შეთავაზებების შეფასება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მიმღებისთვის რეკომენდაციების წარდგენა მომწოდებლებისთვის შეკვეთის მიცემის დამტკიცების თაობაზე. ავანსების მიღება და გამოყენება თანახმად მიმღებთან გაფორმებული დასაქმების კონტრაქტისა, რომელიც მოხსენიებულია „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-3 პუნქტის (2) ქვეპუნქტში. მოლაპარაკებები და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან, დამაკმა­ყოფილებელ გადახდასთან, ტრანსპორტირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით. მიწოდების პროცესის შემოწმება ადგილზე მიტანის ვადების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მიმღებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდება დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეკვეთების შესრულების მსვლელობის, მიცემული შეკვეთების თაობაზე შეტყობინებების, ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სატრანსპორტო დოკუმენტებისა და სხვ. შესახებ. მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა ავანსებიდან. მიმღებისა და დონორისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი III დანართის მიხედვით. წინასწარი ანგარიშფაქტურა. მიმღებისა და დონორისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემოსული შეკითხვების, შეკვეთების, შეკვეთების მდგომარეობის, ღირებულებისა და ადგი­ლზე მიტანის შესახებ. მიმღებისა და დონორისთვის ყოველკვარტალურად ანგარიშების მიწოდება, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ბალანსი და ყველა გადახდილი თანხა მოცემული კვარტალისთვის. ავანსების ბალანსის „ანგარიშზე“ გადარიცხვა „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-5 პუნქტის (5) ქვეპუნქტში მოხსენიებული პერიოდის გასვლის შემდეგ. დონორისთვის საერთო შეფასებითი ანგარიშის მიწოდება, რომელშიც შევა ყველა ტრანსპორტირებულ პროდუქტთან, წარმოშობის ქვეყანასთან, ადგილზე მიტანის თარიღთან, პროდუქტების ღირებულებასთან (შესაბამისი გადასახდელების ჩათვლით) და გახარჯულ და დარჩენილ მთლიან თანხებთან დაკავშირებული დეტალები. დანართი III დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი თარიღი : სარეგისტრაციო № : ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს: თანდართული წინასწარი ანგარიშფაქტურის მითითებით, ამით ვადასტურ­ებთ, რომ შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებულის 2014 წლის 18 ივნისით და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებულს 2014 წლის 18 ივნისით, ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები: შესყიდვის მეთოდი  (ჩასვით X სათანადო ადგილას) _______ : საერთაშორისო ტენდერი _______ : შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი _______ : საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვა _______ : პირდაპირი კონტრაქტების დადება პროდუქტები პროდუქტების სახელწოდება: წარმომავლობა: პროდუქტებისა და გაუთვალისწინებელ მომსახურებათა ღირებულება პროდუქტები: ტრანსპორტირების ღირებულება: საზღვაო დაზღვევა: აგენტის ჰონორარები: სულ (a +b+c+d) : მომწოდებელი სახელი: მისამართი: მოქალაქეობა: (ქვეყანა, სადაც მომწოდებული რეგისტრირებულია და სარგებლობს იურიდიული უფლებებით) ტვირთის მიმღები: სახელი: მისამართი: ____________________ (ხელმოწერა) აგენტი სახელი, თანამდებობა დანართი IV დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი დარჩენილი თანხისთვის (ანაზღაურების პროცედურა) თარიღი : სარეგისტრაციო №: საგადასახადო დავალების მითითებით, ქვემორე ხელის მომწერი ამით ადას­ტურებს, რომ აღნიშნულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებული ქვემოთ მოყვანილი შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებულის 2014 წლის 18 ივნისით და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებულს 2014 წლის 18 ივნისით, ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას. მიმღების წარმომადგენელი, გარდა ამისა, ადასტურებს, რომ მიმღებს ადრე არც „ნოტათა გაცვლის“ მიხედვით, და არც ოფიციალური დახმარების სხვა წყაროებთან დადებული დაფინანსების შესახებ შეთანხმებათა მიხედვით, არ მოუთხოვია ანაზღაურება საგადასახადო დავალებაში შემავალ რომელიმე იმ თანხასთან მიმართებაში, რომელთა ანაზღაურებაც მოთხოვნილია. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. 1. ტრანსაქცია 2. შემსყიდ ველი 3. მომწოდებელი (სახელი) 4. მომწოდებლის მოქალაქეობა 5. ნაწარმი 6. წარმომავ ლობა 7. გადახდის თარიღი 8. გადახდილი თანხა 9. შესყიდვის მეთოდი 1. 2. 3. 4.  .  .  . ამას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები (თითო ეგზემპლარად) ყოველი ზემომოყვანილი ტრანსაქციისთვის. a. თანხლებული წერილი, შედგენილი მოლაპარაკებების მწარმოებელი/გადამხდელი ბანკის მიერ b. სატრანსპორტო ზედნადები, საფოსტო ამანათის მიღების დამადასტურებელი ქვითარი ან ავიასატრანსპორტო ზედნადები c. ანგარიშ-ფაქტურა                                                                                                                               ______________________________                                                                                                                     უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                                                                                                                                       (მიმღები)                                                                                                                                            სახელი, თანამდებობა                                                                                                                           _________________________________                                                                                                                                 უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                                                                                                                                    (აგენტი)                                                                                                                                            სახელი, თანამდებობა დანართი V კომიტეტის კომპეტენციის სფერო გრაფიკის შედგენა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენებისთვის. მოსაზრებათა გაცვლა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაწი­ლების თაობაზე, და აგრეთვე პოტენციური საბოლოო მომხმარებლების თაობაზე. იმ პრობლემათა გამოვლენა, რომლებსაც გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების შეფერხება შეუძლიათ, და ამგვარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლა. მოსაზრებების გაცვლა ქართულ ვალუტაში დეპონირებული თანხის ეფექტიანად გამოყენების თაობაზე. ნებისმიერი იმ სხვა საკითხის განხილვა, რომელიც „ნოტათა გაცვლის“ შედეგად ან მასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას. მოლაპარაკებების ოქმი ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 18 ივნისით და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტათა გაცვლა”), იაპონიის დელეგაციისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი: 1. ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა: იაპონიის მთავრობას ესმის, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის (3) პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ “ნოტათა გაცვლის” მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით. 2. ნოტათა გაცვლის მე-5 პარაგრაფის მე-2 ქვეპარაგრაფის გათვალისწინებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან ნოტათა გაცვლის პირველ პარაგრაფთან დაკავშირებით, და (ბ) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას. 3. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო. თბილისი 18 ივნისი, 2014 წ. ________________________ ტოშიო კაიტანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ________________________ ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი მოლაპარაკებების ოქმი ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 18 ივნისით და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტათა გაცვლა”), საქართველოს დელეგაციისა და იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი: 1. ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა: იაპონიის მთავრობას ესმის, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს, როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის (3) პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ „ნოტათა გაცვლის” მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით. 2. ნოტათა გაცვლის მე-5 პარაგრაფის მე-2 ქვე-პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან ნოტათა გაცვლის პირველ პარაგრაფთან დაკავშირებით, და (ბ) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას. 3. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო. თბილისი 18 ივნისი, 2014 წ. ________________________ ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი ________________________ ტოშიო კაიტანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (6 ნოტის პროექტი  გრანტით შესყიდული პროდუქტის სამხედრო მიზნით გამოუყენებლობის შესახებ) იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 18 ივნისით  დათარიღებული ნოტების გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით,  რომელიც ეხება გრანტს, რომელიც გადაცემულ იქნება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი აცნობოს საელჩოს, რომ იაპონური გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული პროდუქტი არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის. (7 პროექტი საბანკო ანგარიშის გახსნის პროცედურების დასრულების შესახებ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი მოიხსენიოს იაპონიის არასაპროექტო ტიპის საგრანტო დახმარება (სამრეწველო პროდუქციით მომარაგება), რომლის ოდენობაა 500,000,000 იაპონური იენი და რომლის თაობაზეც ხელმოწერილია ნოტების გაცვლის დოკუმენტი 2014 წლის 18 ივნისს. სამინისტროს კიდევ ერთხელ აქვს პატივი, მიაწოდოს ინფორმაცია საელჩოს, რომ აღნიშნულ ნოტათა გაცვლის დოკუმენტში მითითებული ანგარიში საქართველოს მთავრობის სახლით გახსნილია ბანკში: Tokyo-Mitsubishi-UFJ. ანგარიშის ნომერია *******. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოხატავს დიდ პატივისცემას იაპონიის საელჩოს მიმართ.