1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კვირაში ერთჯერ მაინც, მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში .
3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და დრო ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ.
4. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას და მათ მიერ დასმულ საკითხებს აღრიცხავს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, რომელიც ინახება საკრებულოს აპარატში და რომელსაც ეცნობა შესაბამისი საკრებულოს წევრი (საკრებულოს თანამდებობის პირი).
5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებისას დასმული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახე