1. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ საკითხთა კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია;

დ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისია;

ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ