ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2014 წლის 14 ივლისი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი #1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗
კომისიის სტატუსი:
1.
. საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2.
კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28–ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3.
კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4.
კომისიის საქმიანობის წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
მუხლი 2🔗
კომისიის უფლებამოსილება:
1.
კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა)
განათლებისა და კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ბ)
სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
გ)
ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, საქმიანობის ხელშემწყობის, გამოფენების პროგრამათა პროექტების შესახებ;
დ)
ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალურ პროგრამების პროექტების შესახებ.
2.
კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗
კომისიის თავმჯდომარე
1.
.კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 37 მუხლის პირველი პუნქტისა და საკრებულოს რეგლამენტის 26–ე, 102–ე და 103–ე მუხლებით დადგენილი წესით.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულების პროექტს;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და მათ კანდიდატურებს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗
კომისიის სამუშაო ჯგუფები:
1.
კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2.
კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3.
სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4.
კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) განათლებისა და კულტურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) ახალგაზრდულ საქმეთა შემსწავლელი ჯგუფი.
5.
განათლებისა და კულტურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" – ,,გ“,, ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6.
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკითხთა სამუშაო ჯგუფი განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს.
მუხლი 5🔗
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
1.
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2.
კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3.
საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1.
კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2.
კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.