1.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
2.
პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
3.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგებლის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.
4.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.
5.
საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.05.2025
მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საკრებულო
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №11, 14.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2395769/muxli-8/