ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2014
ძალაში შესვლა 14.07.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 14 ივლისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.016079).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 14 ივლისიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი № 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗.
დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად, განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2🔗.
გამგეობის სამართლებლივი სტატუსი
გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას.
მუხლი 3🔗.
გამგეობის საქმიანობის სამართლებლივი საფუძვლები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის თანამდებობის პირები და სტრუქტურული ერთეულები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპის დაცვით.
მუხლი 4🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ენა
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5🔗.
გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 106
თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები
მუხლი 6🔗.
გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის მოადგილე;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗.
გამგებელი
1. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 49-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს დადგენილი წესით.
2.გამგებლის თანამდებობრივი სარგო, ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-ს 53-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. გამგებლის უფლებამოსილება გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში
ა)საერთო ხელძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ)საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
გ)თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;
დ)თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;
ე)უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, ,,დ.კ“, ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
4. გამგებლის უფლებამოსილება საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში
ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს და ამ დებულების თანახმად, შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტებს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების აღსრულებას
5. გამგებლის უფლებამოსილება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში
ა)შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ დადგენილების პროექტებს;
ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას.
6. გამგებლის უფლებამოსილება ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში
ა) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში;
ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
გ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზირებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
ზ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას და პრივატიზაციის გეგმას;
კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
7. გამგებლის უფლებამოსილება აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროში
ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს - საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
თ)უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, ასევე აღნიშნული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილ წესს;
ი) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ამ დებულებით და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
კ) გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი
მუხლი 8🔗.
გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 51-ე მუხლის თანახმად, გამგებელს შეიძლება გამოეცხადოს უნდობლობა.
მუხლი 9🔗.
გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილეები ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს.
3. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 56-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, გამგებლისთვის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე.
მუხლი 10🔗.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ა)წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლის შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეული მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებლივ აქტებს.
მუხლი 11🔗.
გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
1. გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან, საკრებულოსთან და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან;
ბ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ)აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად აწვდის გამგებელს;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა მომზადებას, ადგილობრივი თვითმმართელობის სამართლებლივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;
ვ) მონიტორინგს უწევენ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენენ გამგებელს;
ზ) მონაწილეობენ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში.
3. გამგებლის წარმომადგენლები ვალდებული არიან პერიოდულად გამგებელს წარმოუდგინონ ინფორმაცია:
ა) პირების დაბადების, გარდაცვალების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
ბ) დასაქმების და მიგრაციის შესახებ;
გ) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
დ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ე) ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
4. კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება.
5. ამზადებს დასაბუთებულ წერილობით ინფორმაციას და წამოადგენს გამგეობაში მოქალაქისათვის კანონით გათვალისწინებული ცნობის გაცემის მიზნით.
თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 12🔗.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ გამგებლის და საკრებულოს გადაწყვეტილებებს და დავალებებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;
დ) მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური;
ე) კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური,
ვ)ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ი) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.
მუხლი 13🔗.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციებია.
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, გამგეობის საქმისწარმოება, საკადრო საკითხთა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლა; გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის სამართლებლივი უზრუნველყოფა; ადგილობრივი თვითმმაართველობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა, გამგეობის სისტემაში ასიგნების გადანაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და რეაგირება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, არსებული დოკუმენტების გამგებელთან წარდგენა.
2.საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების უზრუნველყოფა, ასევე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას. საჯაროობასა და გამჭვირვალობას, შეყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, შესყიდვების პროცედურის კანონოერების დაცვას.
3. ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცით ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება, შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვისთვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალური სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადება.
4. მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედვალობის განხორციელება, რომელსაც ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
5. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის კოორდინაცია; მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურისა და სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაცია; წინადადებების შემუშავება კულტურის და სპორტის დაწესებულებების შექმნის და რეორგანიზაციის საკითხებზე, წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაცია, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ვეტერანთა, დევნილთა, ლტოლვილთა დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება; მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა (სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი) უფასი კვებით უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;
7. ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაცია, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.
8. სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქცია: სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
9. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები (მოხელეები)
მუხლი 14🔗.
.გამგეობის საჯარო მოსამსახურეები (მოხელეები)
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრენა შესაბამის თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობებით. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებს გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირების სისტემის გათვალისწინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საკრებულო.
2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი V
გამგეობის სამართლებლივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 15🔗.
სამართლებლივი აქტები
1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების შესაბამისად.
2. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის პირველი მოადგილის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 16🔗.
სამართლებლივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება, გაუქმება
1. გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.
2. გამგებლის ბრძანება შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ ბრძანების გამომმცემმა პირმა.
3. გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს:
ა) ამ ბრძანების გამომცემი თანამდებობის პირის მიერ;
ბ) იმ სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ უფლებამოსილებაში არსებული ცალკეული უფლებები - ამ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;
გ) სასამართლოს მიერ - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მუხლი 17🔗.
გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებლივი აქტებით.
მუხლი 18🔗.
სამართლებლივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება ვიზირება
1.გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს“-ს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.
2. გამგეობაში მომზადებული სამართლებლივი აქტების პროექტები ვიზირებულ უნდა იქნას პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებლივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნას ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯბს.
3. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოში წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადდა გამგეობაში, საკრებულოში წარადგენს გამგებელი.
მუხლი 19🔗.
სამართლებლივი აქტების გაფორმება
1. გამგებლის ბრძანების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 52 -ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3. სამართლებლივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.
თავი VI
დასკვნითი დებულება
მუხლი 20🔗.
გამგეობის რეორგანიზაცია
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.