„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3390
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.002.330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 14/07/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება გამწესდეს საქართველოს მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3390–Iს