⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2014)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2014
ძალის დაკარგვა 07.11.2014
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,176 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2014 მიღება
07.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2014 წლის 15 ივლისი ქ.ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე  მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის 25-ე  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ხაშურის    მუნიციპალიტეტის    გამგეობის    ადმინისტრაციის     დებულება  (დანართი N1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს: ა)  ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 თებერვლის N11 დადგენილება; ბ) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო პოლიტიკისა და სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის 18 თებერვლის N9 დადგენილება; გ) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 19 თებერვლის N24 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი N1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ადმინისტრაციის  დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის  ადმინისტრაცია 1. გამგეობის ადმინისტრაცია   (ტექსტში შემდგომ - ადმინისტრაცია) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის  სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის  ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის  სტრუქტურა 1. ადმინისტრაცია შედგება ადმინისტრაციის  უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. ადმინისტრაციის  სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების,საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ ) შესყიდვების   და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; 3. ადმინისტრაციის   საქმიანობას წარმართავს ადმინისტრაციის  უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის  დებულების მე-9 მუხლით და ადმინისტრაციის  უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. ადმინისტრაციის  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით ადმინისტრაციის  უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4.ადმინისტრაციის  განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის  დებულების  მე-13   მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების  მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. ადმინისტრაციის  მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის   დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის   ფუნქციები ადმინისტრაცია  დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის; დ) საკრებულოსა და გამგებლის  დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის  სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის  საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო  განყოფილების ფუნქციები საქმისწარმოების,საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.ა) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; ო) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ჟ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; რ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ს) საკრებულოსა და გამგეობის  სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; ტ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები ადმინისტრაციის  ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;  მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; გ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; დ) გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ე) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ვ) გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ზ) გამგეობის  მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; თ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ლ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ნ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის/მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ფუნქციები ადმინისტრაციის  შესყიდვებისა   და  მატერიალურ-ტექნიკური  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ი) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; კ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას; ლ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; მ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; ნ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.