ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 534 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2014 მიღება
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 15 ივლისი ქ.ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე  მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის 25-ე  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის        დებულება  (დანართი N1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2013  წლის 19 თებერვლის N23   დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი N1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  განათლების, კულტურისა  და  სპორტის  სამსახურის      დებულებ ა მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის   განათლების, კულტურის  და   სპორტის   სამსახური 1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლებისა და  კულტურის განყოფილება; ბ) სპორტის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულების  მე-9  მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის    დებულების მე-16  მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ზ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლებისა და  კულტურის  განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლებისა და  კულტურის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ე) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ზ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სპორტის განყოფილების ფუნქციები სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.