ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 532 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2014 მიღება
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2014 წლის 15 ივლისი ქ.ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე  მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის 25-ე  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ჯანმრთელობის   დაცვისა   და  სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურის  დებულება  (დანართი N1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2013 წლის  19 თებერვლის N 14 დადგენილება; მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი N1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ჯანმრთელობის   დაცვისა   და  სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ჯანმრთელობის   დაცვისა   და  სოციალური უზრუნველყოფის   სამსახური 1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება; ბ) სოციალური დაცვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9  მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; გ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; დ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; ე) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ვ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ზ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.