📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2014
ძალაში შესვლა 15.07.2014
ძალის დაკარგვა 04.02.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 698 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2014 მიღება
15.07.2014 ძალაში შესვლა
04.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2014 წლის 15 ივლისი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 22 აგვისტოს  №22  დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016156. თარიღი 30/08/2013). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური)   წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის  კოდექსის“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია  ქალაქი წყალტუბო, დავით აღმაშენებლის ქუჩა. 4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება წყალტუბოს მუნიციპა­ლი­ტეტის ბიუჯეტის ხარჯზე. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება; ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა; გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია 1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველობის  განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე. 2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; 3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეუ­ლების საზღვრებში; 4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრე­ბის, ავარიების, კატასტრო­ფების, სტიქიური უბედურებებისა  და სხვა საგანგებო  სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა; 5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრე­ბული)  სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარა­ღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება; 6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთ­ქმედების  ორგანიზება; 7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ  შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება; 8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნ­ველ­ყოფა; 9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად; 10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის; გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;  დ)აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურე­ბრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში; ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) შეიმუშავებს და  მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის  მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; თ) მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით; ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყო­ბილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახუ­რის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.  აწარმოებს მათ პირად მიღებას; მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ; ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად; ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას; პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამსახურის  სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტების, ათეულის მეთაურების, უფროსი მეხანძრეების, მეხანძრეებისა და მძღოლებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების  შეტანის წესი წინამდებარე  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხდება  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.