წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.07.2014
ძალაში შესვლა 15.07.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 22.08.2013
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2014 წლის 15 ივლისი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016154 . 30/08/2013).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია - ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნას და განვითარებას;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ლ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
გ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.