⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.11.2017)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულება

მიღების თარიღი 15.07.2014
ძალის დაკარგვა 29.11.2017
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,076 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2014 მიღება
29.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2014 წლის 15 ივლისი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,  ეკონომიკისა და ქონების მართვის   კომისიის დებულება თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,  ეკონომიკისა და ქონების მართვის  კომისიის დებულება მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია (შემდგომ - კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28–ე მუხლით,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  28–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება კომისია საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში: ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს გაანგარიშების შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, შეიმუშავების შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  78–ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს  ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  82–ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ; ე) ყოველთვიურად განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს  მიერ ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  84–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ვ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონის  85–ე მუხლის  შესაბამისად გამგებლის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ)  შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს  ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ; ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების  მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან  საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის და მტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე; მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობი სმიცემაზე ისეთ გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღებ ნორმატიული პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო–ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; ო) განიხილავს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 140–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი თვიტმმართველი ერთეულის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; პ) განიხილავს გამგებლის  წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ეკონომიკისა და ქონების მართვის სფეროში: განიხილავს საკითხებს ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; გ) კერძო სამართლისი ურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის  შესახებ; დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამპროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისიფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ; 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28–ე და საკრებულოს რეგლამენტის 26–ე, 102–ე და 103–ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის  ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.