⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.11.2017)
გაუქმებულია:

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.07.2014
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 978 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2014 მიღება
24.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 16 ივლისი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, გ.ბ) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 ივნისის N7/4 დადგენილება (სსმ, გვერდი,010250020.35.159.016053;  17|06|2011წ). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 ივნისის N7/5 დადგენილება (სსმ, გვერდი,010250020.35.159.016054;  17|06|2011წ). მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი დანართი 1.      მანეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბუღალტერიისა და ფინანსების განყოფილება; ბ) შესყიდვების განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) გამგეობის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ჟ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; რ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;                ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ბუღალტერიისა და ფინანსების განყოფილება მუნიციპალიტეტის ბუღალტერიისა და ფინანსების განყოფილება წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ზ) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; თ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ი) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით; კ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ლ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; მ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების სემუსავებას; ნ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას; ო) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; პ) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; ჟ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; რ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ს) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას; ტ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; უ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ფ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; ქ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; ღ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; თ) შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას; ი) შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას; კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას; ლ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და შესაბამისი არქივის წარმოებას. მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; ნ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევას;  ო) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნის, განვითარებისა და განახლების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, რისთვისაც მოიპოვებს და ერთიანი სისტემატიზირებული ფორმით აგროვებს ინფორმაციას შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდება/შესრულებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების (ასეთის შემთხვევაში) შესრულების შესახებ; პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.