სს სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“–ს დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/2-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის  სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/2-ლ

2014 წელი 14 ივლისი

ქ. თბილისი 

სსსადაზღვევოკომპანია „კოპენბურის“დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზიის გაცემისთაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-8,მე-9, მე-10, მე-13, მე-36 მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“  ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის  № 102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სს სადაზღვევო კომპანია „კოპენბურზე“  (საიდენტიფიკაციო კოდი: 405042804) გაიცეს დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზია.

2. სს სადაზღვევო კომპანია „კოპენბურზე“  სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. სს სადაზღვევო კომპანია „კოპენბურზე“  ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. სს სადაზღვევო კომპანია „კოპენბურზე“  ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ - საქართველოს დაზღვევისსახელმწიფო

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი                                   ლაშა ნიკოლაძე