განჩინება შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/4184-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლი ს 19 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი” (ს/კ 204903961)
წარმომადგენელი: ოთარ დავითაშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადებისა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 18 მარტს განცხადებით მიმართა შპს „აუდილოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” დირექტორმა ოთარ დავითაშვილმა და ითხოვა შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი” (ს/კ 204903961) წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილოებით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის განმარტებით, შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრს” არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება 1673,76 (ათას ექვსას სამოცდაცამეტი მთელი სამოცდათექვსმეტი მეათედი) ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დებიტორული დავალიანება ერიცხება ასევე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომლის ოდენობაც შეადგენს 717,20 (შვიდას ჩვიდმეტი მთელი ოცი მეათედი) ლარს. ორგანიზაციას სხვა კრედიტორები და დებიტორები არ ჰყავს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, შესაბამისად, მას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯების დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 28 მარტს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი” (ს/კ 204903961) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს „აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრს” დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე