„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3395
სარეგისტრაციო კოდი
310.130.000.05.001.002.335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 14/07/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“–„ჰ2“ ქვეპუნქტები:

„ჯ) საწევარი – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის ნახევარმისაბმელთან ერთად;

ჰ) ავტომატარებელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად;

1) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთების გადასატანად და მგზავრთა გადასაყვანად;

2) შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც შედგება სექციებისაგან. ასეთი ავტობუსის სექციებში შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოში დამამზადებლის მიერ.“.

2. 42-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანა, გასაუვნებელი ტვირთის გადაზიდვა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება სიგანეში 2,55 მეტრს (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრს), სიმაღლეში სავალი ნაწილის ზედაპირიდან – 4 მეტრს, სიგრძეში – 20 მეტრს (ავტომატარებელი ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 12 მეტრს, ან ისეთი ტვირთით მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ორ და მეტმისაბმელიანი ავტომატარებლის მოძრაობა ხორციელდება ამ პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3395–Iს