⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2014
ძალის დაკარგვა 15.03.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,265 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2014 მიღება
15.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2014 წლის 15 ივლისი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №54 დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 51,16/11/2010. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016008). 3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' 31–ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახურეთა  უფლება-მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. 4. აპარატს აქვს ბლანკი და აპარატის ბეჭედი სენაკის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, წარწერით - „საქართველო. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი“ მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება. ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში. დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა. ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას. ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების  სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. თავი II აპარატის სტრუქტურა მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 5🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულები აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) სამდივნო. თავი III აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები მუხლი 6🔗. საორგანიზაციო განყოფილება საორგანიზაციო განყოფილება: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების  სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან. მუხლი 7🔗. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილება: ა) ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს  თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს და ახდენს  მათ  სამართლებრივ ექსპერტიზას; ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტებს; ახდენს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხების და ამ საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადებას; გ) საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს; დ) ახდენს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას (კონსოლიდირებას) და სისტემატიზაციას, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტის გაუქმების, შეჩერების ამ მასში ცვლილებების შეტანის შესახებ; ე) კონტროლს უწევს საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვადების დაცვას; ვ) კონტროლს უწევს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის კორესპონდენციების ვიზირებას; თ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რედაქტირებასა და გაფორმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში - სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდზე ატვირთვას; კ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში. მუხლი 8🔗. სამდივნო სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. თავი IV აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 9🔗. აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. მუხლი 10🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის  ხელმძღვანელი 1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებას, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ზ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე. 4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მის  მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. თავი V აპარატის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 11🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 12🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.