საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2014
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2014 წლის 16 ივლისი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურის, მშენებლობისა დ ზედამხედველობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი თან ერთვის)
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 24 მარტის №10 დადგენილება.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი
გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობას და ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების
განყოფილება;
ბ) ზედამხედველობის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ბ) მშენებლობის ნებარვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
გ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
დ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ზ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ი) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ბ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
გ) ქალაქის გარე იერსახეზე ზრუნვა, დანგრეული, დაუმთავრებელი საამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, საამშენებლო ან შესაკეთებლ სამუშაოთა ჩატარების დროს, დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების, წყალსადენის ქსელში თვითნებური ჩართვის და სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარება;
დ) ზედამხედველობის გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
ე) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების მიზნობრიობაზე ადმინისტრირება, მონიტორინგი და იჯარის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
ვ) არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზება და ამოღებაზე კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით დოკუმენტალური გაუფორმებლობის, მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთერბის მიწის ნაკვეთის არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემის; სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევებში ინსპექტირების განხორციელება;
თ) მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფავების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა. იურიდიულ პირებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი. მუნიციპალიტეტის ნაგავ საყრელის მართვის ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი;
ი) ქალაქის მოსახლეობიდან ასევე იურიდიული პირებიდან /მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად/ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება და მისი ზედამხედველობა;
კ) ქალაქის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დამრღვევთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;
ლ) მოსაკრებლის ბაზის დადგენა და წინადადებების მომზადება;
მ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტების შესრულება;
ნ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ო) საამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (საამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და საამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა);
პ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამიისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ჟ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
რ) ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლათ მიტოვებაზე, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; კეთილმოწყობის წესების დაცვაზე /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე/ კონტროლი;
ს) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მის დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისათვის ხელშეწყობა;
ტ) უკანონო, უსახური, ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და სინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
უ) კონპენტეციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება, რომლებიც არეგულირებენ ქ. საჩხერის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საქმიანობას;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ქ) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იჯარის ქირის ამოღების ორგანიზაცია;
ღ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათ სარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ყ) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვების პირობების დაცვის კონტროლი;
შ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;
ჩ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგარამების შესრულება.