„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 16 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ  ქუთაისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №206 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 17.06.2013. 010250050.35.123.016158/ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს №1 დანართის შესაბამისად.

/დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის/

2. დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ბეჭდის ნიმუში შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს №2 დანართის შესაბამისად.

/დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა № 11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი



დანართი №1

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის

სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის

დებულება

მუხლი 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში-სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე შექმნილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს სახანძრო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას, ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს და ახდენს სახანძრო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ხელშეწყობას, ატარებს სამაშველო სამუშაოებს ქალაქ ქუთაისის საზღვრებში.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

5. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №10 სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, ვარლამიშვილის ქუჩა № 2.

მუხლი 2
სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის /მოადგილეების/ და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება;

ბ) ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება;

ბ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფი;

ბ.ბ) სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფი;

ბ.გ) უსაფრთხოების ჯგუფი;

გ) უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება;

დ) კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება;

ე) ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 3
სამსახურის უფროსი

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

6. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

მუხლი 4
სამსახურის უფროსის მოადგილე /მოადგილეები/

1. სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 5
სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილ­ობ­რივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 6
სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოების  პრევენციისა და  სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად.

2. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენების ოპერატიული ხელმძღვანელობა, კომპეტენციის ფარგლებში.

3. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედვე­ლ­ობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება, კანონით დადგენილი წესით.

4. სავალდებულო მიწერილობების გაცემა ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველ­ობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად.

5. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი იმ ორგანიზაცია-დაწესებულებ­ებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.

6. სახანძრო და სამაშველო  სიტუაციებში მოსალოდნელი ზარალის შემცირების, ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში.

7. დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის დაცვის უზრუნველყოფა, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების დონის ამაღლება და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში.

8. სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით.

9. ხანძრის თავიდან აცილების მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის რეკომენდაციებისა და მითითებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

10. უწყებების, წარმოება–დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისა და მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე.

11. სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირება, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

12. სამაშველო, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და მერისათვის წარდგენა.

13. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვე­ვების ან მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებ­არ­ებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, კანონით დადგენილი წესით.

14. ხანძრის ან საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივ და საერთაშო­რისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში.

16. აუცილებლობის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სიტუაციების საქართველოს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა და ერთიანი სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა.

17. სამაშველო  სიტუაციების პრევენციისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით (თუ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი), წინადადებების მომზადება ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან თანამშრომლობისათვის, კანონით დადგენილი წესით.

18. ომისა და მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება,  თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით.

19. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მიწოდება სამაშველო და სახანძრო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის,  მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში.

20. აუცილებლობიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მოსახლეობის ევაკუაციისა და საევაკუაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ.

21. მონაწილეობის მიღება ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ოპერაციებში (საქართველოს კანონის „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ მე-12 მუხლის საფუძველზე).

22. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

მუხლი 7
სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება:

ა) ქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ღამის საათებში შემოწმების ორგანიზება და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სათანადო ზომების მიღება;

გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა;

დ) ხანძრისაგან სახელმწიფო და მოქალაქეთა ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახანძრო პროფილაქტიკური სამუშაოების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებების გეგმების მომზადება, სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების აღრიცხვა, შესწავლასა და ანალიზზე კონტროლის დაწესება;

ე) ცეცხლმაქრების დამუხტვის, ცეცხლგამძლე ხსნარებით ხის კონსტრუქციების დამუშავებისა და სხვა ჩატარებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი კონტროლის ორგანიზება;

ზ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში;

თ) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ი) სამსახურის დანაყოფებში სახანძრო, სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი;

კ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

ლ) დანაყოფებში სახანძრო დაცვის წესებისა და ნორმატივების სწავლების ორგანიზება;

მ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება;

ნ)  დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

2.  ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება:

ა) სახანძრო ავტომობილების, საავარიო-სამაშველო და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის: ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნებული) გათვლაში დროული ჩაყენების უზრუნველყოფა;

ბ) საგანგებო სიტუაციების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

გ) დამხმარე და სპეცტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავ-საცხები მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება;

დ) პირადი შემადგენლობის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;

ე) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება;

ვ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების /თავშესაფრები, მართვის პუნქტები, რადიაციასაწინააღ­მდეგო საფრები, სარდაფები/, ექსპლუატაციისა და მოვლა – პატრონობის მდგომარეობის კონტროლი;

ზ) თავდაცვითი ნაგებობების უკანონოდ მითვისების ან გასხვისების შემთხვევებში შესაბამისი ზომების მიღება;

თ) თავდაცვითი ნაგებობების გამართულობასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ი) განყოფილების სამუშაო გეგმების შემუშავება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში;

კ) თავდაცვის საკითხებში ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის წინადადებების მომზადება;

ლ) თავდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციების მომზადება;

მ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების ადგილმდებარეობის კატეგორიების მიხედვით აღრიცხვა, მათი დაცვითი ხარისხის, მოსახლეობის ტევადობისა და მისამართების მითითებით;

ნ) ქალაქის მაშტაბით საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება;

ო) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მომზადების ორგანიზება.

3. უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით;

ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

დ) საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა;

ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა;

ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება;

ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე;

თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ–ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება;

ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი;

ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება;

მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

4. კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით;

ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა;

ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა;

ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება;

ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე;

თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება;

ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი;

ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება;

მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

5. ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით;

ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა;

ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა;

ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება;

ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე;

თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება;

ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი;

ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება;

მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 8
სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

ბ) საგანგებო სიტუაციებში ქალაქის ოპერატიულ სამსახურებთან კოორდინირებული მოქმედებების ურთიერთმოქმედების ინსტრუქციით განსაზღვრული წესების კორექტირება;

გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებ­ლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.

ი) იქონიოს ერთიანი სატელეფონო ნომერი;

კ) იქონიოს სპეცტექნიკა სპეციალური ციმციმით და ხმოვანი სიგნალებით.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ) იქონიოს ერთიანი სტანდარტული ფორმის ტანსაცმელი, განმანსხვავებელი ლოგოთი (ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი ქუთაისის გერბით).

დ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

ე) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ვ) მოამზადოს ინფორმაციები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.kutaisi.gov.ge/ განთავსების მიზნით;

ზ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის მერიის შინაგანაწესი.

მუხლი 9
სამსახურის რეორგანიზაცია

1. სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.

2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;

ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;

გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;

დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.


 დანართი № 2

 

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის

სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ბეჭდის

 ნიმუში