„სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №93/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016828
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები |
| 2 | კვლევის მეთოდიკა და მოსალოდნელი შედეგები |
| 3 | პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა |
| 4 | პროექტის მართვა |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| 2.1 | კვლევის თემატიკისა და მეთოდიკის შესაბამისობა პროგრამის მიზანსა და ამოცანებთან CNRS-ის მხრიდან პროგრამის კოორდინატორის რეკომენდაციის გათვალისწინებით |
| 2.2 | კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა მეცნიერების, ეკონომიკის და/ან სოციალური სფეროსათვის |
| 3.1 | პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის კომპეტენტურობა პროექტის წარმატებული მართვისათვის |
| 3.2 | პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებასთან |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№93/ნ
2014 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
,,სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ,,ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში” დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ,,ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“ დებულება ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში ,,ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში” წარდგენილი პროექტების შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი 1
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ,,ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში - ფონდი) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას საფრანგეთის რესპუბლიკასთან და მეზობელ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი). აღნიშნული უნდა განხორციელდეს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის (CNRS) პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი-დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“ (შემდგომში - პროგრამა) ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის ფონდის მხრიდან ფინანსური უზრუნველყოფით.
2. პროგრამაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს მეცნიერთა ჯგუფი, რომელთა მიერ წარმოდგენილი პროექტი (შემდგომში - პროექტი) გაიმარჯვებს ამ დებულების შესაბამისად გამართულ საგრანტო კონკურსში.
3. პროგრამას ჰყავს კოორდინატორი CNRS-ის მხრიდან.
4. პროგრამის სამეცნიერო შინაარსიდან გამომდინარე, საგრანტო კონკურსის თემატიკა მოიცავს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებს, კერძოდ, მცირე კავკასიის (სამხრეთ კავკასიის) ქედის ბუნებრივი რესურსების და ტექტონიკური აქტივობის კვლევას.
მუხლი 2🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) საგრანტო კონკურსში წარდგენილი პროექტების საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენას;
დ) საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასებას;
ე) ფონდის სამეცნიერო საბჭოსათვის დასაფინანსებელი პროექტების დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) გამარჯვებული პროექტის წარმდგენებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას, დაფინანსებასა და პროექტის შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 3🔗.
სუბიექტები
1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
ბ) ძირითადი პერსონალის სახით – დოქტორანტს, მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს.
2. პროექტს ხელმძღვანელობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი (შემდგომში - სამეცნიერო ხელმძღვანელი).
3. სავალდებულოა საგრანტო კონკურსში წარდგენილ პროექტს ახლდეს CNRS-ის მხრიდან პროგრამის კოორდინატორის მხარდაჭერის წერილი.
მუხლი 4🔗.
ძირითადი ფინანსური მოთხოვნები და ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება
1. ფონდის მიერ შესაძლებელია არაუმეტეს ერთი პროექტის დაფინანსება.
2. პროექტის დაფინანსება შეადგენს მაქსიმუმ 80 000 ევროს ეკვივალენტს ლარებში.
3. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად;
დ) საქონელი და მომსახურება: „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, საქონელი და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;
ე) არაფინანსური აქტივები: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს, ძირითადი აქტივის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს და „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას.
ვ) ზედნადები ხარჯები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მიღებული დაფინანსების 5%-ს.
4. საგრანტო დაფინანსებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.
5. ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთწლიანი ტრანშების სახით. თითოეული ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ევროს ეკვივალენტს ლარებში.
6. საგრანტო დაფინანსების თანხები გადაირიცხება პროექტისათვის გახსნილ საბანკო ანგარიშზე ავანსის სახით. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება წინა საანგარიშო პერიოდის შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე.
7. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ძირითად პერსონალს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 5🔗.
საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპები
საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) წარდგენილი პროექტების საგრანტო კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
ე) გამარჯვებული პროექტის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ;
ვ) გამარჯვებულებთან ფონდის მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 6🔗.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
მუხლი 7🔗.
პროექტების შეფასება
1. საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფ პროექტებს შეაფასებენ დამოუკიდებელი ექსპერტები.
2. დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტებს შეაფასებენ წინამდებარე ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
3. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება გამარჯვებული პროექტი.
4. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე.
5. არ შეიძლება ექსპერტი იყოს პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითადი პერსონალის რომელიმე წევრთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან არდაფინანსების შემთხვევაში;
გ) რომელიც არის პროექტის ძირითადი პერსონალის ნათესავი.
6. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
8. ექსპერტი შეფასებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.
9. ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია.
10. საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
მუხლი 8🔗.
საგრანტო ხელშეკრულება და პროექტის მონიტორინგი ფონდის მიერ
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებ ძირითად პერსონალთან, სამეცნიერო ხელმძღვანელთან, წამყვან ორგანიზაციასთან, გრანტის მიმღებ თანამონაწილე ორგანიზაციასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის მიმღები წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ასევე ცნობას ბანკიდან მის არსებულ ანგარიშებზე საინკასო დავალებების არარსებობის შესახებ.
3. ფონდი უფლებამოსილია, საგრანტო დაფინანსების მიმღები წამყვანი ორგანიზაციისა და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის (თითოეული საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობა 1 წელია) დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ბიუჯეტში განახორციელოს ცვლილება.
4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
5. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან.
6. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ფონდი ეყრდნობა გრანტის მიმღებთა მიერ ამოცანების შესრულების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას.
7. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად თუ პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია ანგარიშები, დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დანართი 2
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში ,,ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში” წარდგენილი პროექტების შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმების დასახელება
ქულების დიაპაზონი
1
კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები
სუსტი
საშუალო
კარგი
პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე
1 - 8
9 - 12
13 - 15
2
კვლევის მეთოდიკა და მოსალოდნელი
შედეგები
2.1
კვლევის თემატიკისა და მეთოდიკის შესაბამისობა პროგრამის მიზანსა და ამოცანებთან CNRS-ის მხრიდან პროგრამის კოორდინატორის რეკომენდაციის გათვალისწინებით
1 - 21
22 - 27
28 - 30
2.2
კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა მეცნიერების, ეკონომიკის და/ან სოციალური სფეროსათვის
1 - 5
6 - 9
10 - 12
3
პროექტის შემსრულებელთა
კომპეტენტურობა
3.1
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის კომპეტენტურობა პროექტის წარმატებული მართვისათვის
1- 12
13 - 17
18 - 20
3.2
პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებასთან
1 - 5
6 - 9
10 - 12
4
პროექტის მართვა
პროექტში დაგეგმილი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესაბამისობა პროექტის განხორციელების პერიოდთან, მიზანსა და ამოცანებთან
1 - 6
7 - 9
10 - 11
სულ: