ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2014
ძალაში შესვლა 16.07.2014
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2014 წლის 16 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა № 11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი № 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა
დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, (შემდგომში – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
5. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №5 სახელწოდების აღნიშვნით.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის /მოადგილეების/ და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) კულტურის განყოფილება;
გ) სპორტის განყოფილება;
დ) ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 3🔗
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის/მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
6. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
მუხლი 4🔗
სამსახურის უფროსის მოადგილე /მოადგილეები/
1. სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗
სამსახურის მოხელე
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗
განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები
ა) ქალაქ ქუთაისში არსებულ სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) განათლების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მერის ბრძანების პროექტების მომზადება;
გ) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) განათლების სფეროში პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციების შემუშავება;
ვ) მომავალი თაობის პრობლემების გამოვლენა, შესწავლა და მათი გადაჭრისათვის ზრუნვა, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა;
თ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების დაფინანსებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა;
კ) განათლების სფეროს დაწესებულებებში ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსება და ანალიზი;
ლ) ქალაქში არსებული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
მ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულთან – ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა;
ო) ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ღონისძიებების მოწყობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა მონაწილეობით;
პ) განათლების სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საჭირო დამატებითი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
ს) ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ტ) ბავშვთა სოციალური დაცვისა და ცხოვრების სათანადო დონის შექმნის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
უ) აღზრდისა და სწავლების ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მასთან გათანაბრებული პირების (მეთოდისტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი) ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ფ) ძეგლთა დაცვის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ქ) კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ რეალიზებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ღ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ყ) ისტორიული ნაწილის განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
შ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებითი დაცვის უზრუნველყოფა და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამინისტროსათვის წინადადების მომზადება.
მუხლი 8🔗
კულტურის განყოფილება ფუნქციები
ა) ქალაქ ქუთაისში კულტურის განვითარების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კულტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗
სპორტის განყოფილება ფუნქციები
ა) ქალაქ ქუთაისში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება;
ვ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗
ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ფუნქციები
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა;
ე) ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ი) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით;
ლ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 11🔗
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
ე) მოამზადოს ინფორმაციები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე //www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით;
ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მერიის შინაგანაწესი.
მუხლი 12🔗
სამსახურის რეორგანიზაცია
1. სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.
2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.
დანართი № 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის -
კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამსახურის ბეჭდის ნიმუში