2012 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული სამუშაოების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 03.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1185
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2014 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
2012 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული სამუშაოების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.Char, li.Char, div.Char { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;}
p.Char0, li.Char0, div.Char0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 58.5pt 9.0pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1185
2014 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
2012 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული სამუშაოების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებით შექმნილმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ, მიმდინარე წლის 20 ივნისს განიხილა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაცია შპს „ტრანსმშენის“ მიერ 2012 წელს, კახეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის შესახებ;
ბ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ შპს „ტრანსმშენის“ მიერ კახეთში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე, ფაქტობრივად შესრულებულია 4 161 700 (ოთხი მილიონ ას სამოცდაერთი ათას შვიდასი) ლარის სამუშაოები, საიდანაც ა(ა)იპ –კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ ანაზღაურებულია 3 432 500 (სამი მილიონ ოთხას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი და შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 729 200 (შვიდას ოცდაცხრა ათას ორასი) ლარს;
გ) ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ანგარიშზე ერიცხება შესრულებული სამუშაოების სრულად ანაზღაურებისათვის საკმარისი თანხა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა სამშენებლო ფირმისა და შპს-ის შემოწმების შედეგად ამოღებულ თანხებს.
2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებით შექმნილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტომ განახორციელოს თავის ანგარიშზე არსებული თანხიდან, შპს „ტრანსმშენის“ მიერ შესრულებული სამუშაოების სრულად ანაზღაურება (სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით) და, საჭიროების შემთხვევაში, შპს „ტრანსმშენთან“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი