საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1229
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1229

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

    ,,სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერებით (ნოუთბუქები) უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელო­­ბის ღო­ნის­ძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს პირველკლასელთა 46 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერის (ნოუთბუქი) სახელმწიფო შესყიდვა, ,,საქართველოს 2014 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 05 01), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი