განჩინება სს „ქიმბოჭკო“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/73-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/73-09

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2014 წლი ს 9 ივნისი

ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნატა თედეშვილი

 

სხდომის მდივანი ნათია ბოჭორიშვილი

განმცხადებელი: მოვალე – სს „ქიმბოჭკო“

საიდენტიფიკაციო კოდი- 216290644

გაკოტრების მმართველი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - თამაზ კიკიანი

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

 

გამოარკვია

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ს/ს „ქიმბოჭკოს“მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება (ტ. I, ს. ფ. 65-69)

 

2003 წლის 06 იანვარს ჩატარებული იქნა სს „ქიმბოჭკოს“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება, რომელზეც შემოწმებული იქნა ვადაში წარდგენილი მოთხოვნები (ტ. II, ს. ფ.86-88).

 

სს „ქიმბოჭკოს“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი სხდომის შედეგებით 2007 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა 12689000 ლარის ფარგლებში (88,15%) აღიარებულია.

 

სასამართლოს მიერ სხვადასხვა დროს შემოწმებული იქნა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნები და ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილს სს „ქიმბოჭკოს” გაკოტრების მმართველმა თამაზ კიკიანმა სს „ქიმბოჭკოს” გაკოტრების ანგარიშით მოითხოვა საქმის წარმოების დასრულება და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. ანგარიშში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა სს „ქიმბოჭკოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 2011 წლის 28 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების (№5668-რს) საფუძველზე სს „ქიმბოჭკოს” გაკოტრების მმართველმა 2012 წლის 31 იანვარს, განცხადების საფუძველზეбსსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცა გაკოტრების საქმის წარმოება. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2011 წლის 10 ოქტომბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მითითებული იქნა, რომ გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილი ცხრილის შესაბამისად მოხდეს სს „ქიმბოჭკოს” კუთვნილი ქონების ნატურით განაწილება. აღნიშნული შესრულებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ: 2 500 ლარის ღირებულების ქონება ნატურით საკუთრებაში გადაეცა მეორე რიგის კრედიტორს შპს „აუდიტ-გურამს”, რითიც სრულად დაიფარა მისი მოთხოვნა, 33 726 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცათ მეორე რიგში აღიარებულ სს „ქიმბოჭკოს” თანამშრომლებს, რითაც ასევე დაიფარა მათი მოთხოვნები. ჯამში 5228396 ლარის ქონება (მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობები და დებიტორული მოთხოვნები) გადაეცა მეოთხე რიგის კრედიტორს შემოსავლების სამსახურს. 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ქონების განაწილების ცხრილის მიხედვით, მეორე რიგის კრედიტორს - “„ენერგო პრო ჯორჯიას” ნატურით საკუთრებაში უნდა მიეღო 2 508,64 ლარის მოძრავი ქონება, მეოთხე რიგის კრედიტორს - შემოსავლების სამსახურს- 108 747,6 ლარის მოძრავი ქონება, მეოთხე რიგის კრედიტორს - სს „ვითიბი ბანკს” 200 000 ლარის ქონება, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა. დღგ-ს თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის შემდგომ კრედიტორებზე გასანაწილებელ თანხად, დღეის მდგომარეობით დარჩენილია 32 302,89 ლარი, რაც უნდა განაწილდეს 2014 წლის 10 იანვრით დათარიღებული კრედიტორთა რეესტრის მიხედვით, რომლის თანახმადაც პირველი რიგის კრედიტორს წარმოადგენს გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო მოთხოვნით 2113,27 ლარი. პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ, შემდგომი რიგის კრედიტორებზე გასანაწილებელი რჩება 30189,62 ლარი. კრედიტორთა რეესტრში, მეორე რიგის კრედიტორებად მითითებულია 55 პირი ჯამური მოთხოვნით 58453,64 ლარი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 58453,64 ლარიდან 38734,64 ლარის მოთხოვნა აღიარებულია 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით და ამავე დროს აღნიშნული მოთხოვნებიდან ქონების ნატურით გადაცემის წესით დაკმაყოფილებულია 36226 ლარის მოთხოვნა. შესაბამისად დასაკმაყოფილებელი რჩება მეორე რიგის 22227,64 ლარის მოთხოვნა, რომელიც გადანაწილებულია 37 კრედიტორზე, მეორე რიგში რეგისტრირებული 18 კრედიტორის მოთხოვნა, ქონების ნატურით გადაცემის წესით სრულად ვერ იქნა დაკმაყოფილებული და მათ სს ‘ქიმბოჭკოს~ მიმართ მოთხოვნები დღეის მდგომარეობით აღარ გააჩნიათ. აღნიშნულის შესაბამისად, აუქციონის შედეგად მიღებული და გასანაწილებელი თანხებიდან სრულად კმაყოფილდება დანართ #12-ში მითითებული მე-2 რიგის 37 კრედიტორის 22227,64 ლარის მოთხოვნა, შესაბამისად მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ, შემდგომი რიგის კრედიტორებზე გასანაწილებელი რჩება 7961,98 ლარი. კრედიტორთა რეესტრში კრედიტორად რეგისტრირებულია გაკოტრების მმართველი - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოთხოვნა 21115, 53 ლარის ოდენობით (აღნიშნული მოთხოვნა „სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმოეშვა სს „ქიმბოჭკოს“ ქონების დაცვისათვის გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე. ვინაიდან მესამე რიგის კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ამავე რიგში რეგისტრირებული ერთადერთი კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოთხოვნის სრულად დასაფარად, მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ ნაწილობრივ 7961,98 ლარით და დაუკმაყოფილებელი დარჩება სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მე-3 რიგის 13153,55 ლარის მოთხოვნა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალეს აღარ გააჩნია ისეთი აქტივი, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც გააჩნია გაკოტრების მმართველს, მიზანშეწონილად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს განჩინება გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილი საბოლოო ანგარიშის და კრედიტორთა შორის არსებული თანხების განაწილების დამტკიცების, აგრეთვე სს „ქიმბოჭკოს” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

2014 წლის 14 მაისს მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენილის მიერ წარმოდგენილი იქნა სს „ქიმბოჭკოს“გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება წარმოდგენილი თან ხ ის მიხედვით.

 

გაკოტრების მმართველმა სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სს „ქიმბოჭკოს“ქონებაზე პირველი აუქციონი დაიწყო 2013 წლის 29 მაისს,სადაც ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 381174,1 ლარით. აღნიშნული აუქციონი დასრულდა უშედეგოდ. სს „ქიმბოჭკოს“ ქონებაზე მეორე აუქციონი დაიწყო 2013 წლის 18 ივნისს, სადაც ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 190587,05 ლარით. აღნიშნულ აუქციონზე გამოტანილი ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდა. ორი უშედეგო აუქციონის შემდგომ 2013 წლის 03 ივლისს დაიწყო მესამე აუქციონი, სადაც სარეალიზაციო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა ნული ლარი. მესამე აუქციონზე ქონების რეალიზაცია განხორციელდა 38117,41 ლარად (დღგ-ს ჩათვლით, რომელიც შეადგენდა 5814,52 ლარს) დღგ-ს თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის შემდგომ, რომელიც უპირობოდ ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას, კრედიტორებზე გასანაწილებელ თანხად დარჩენილია 32302,89 ლარი.

 

აღნიშნული თანხა კი განაწილდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კ ა ნონის მე-40 მუხლისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით შედგენილი კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად. რომლის თანახმადაც, პირველი რიგის კრედიტორს წარმოადგენს გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო, მოთხოვნით 2113,27 ლარი. პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ, შემდგომი რიგის კრედიტორებზე გასანაწილებელი რჩება 30189,62 ლარი. მეორე რიგის 37 კრედიტორზე განაწილდება 22227,64 ლარი. მესამე რიგის კრედიტორია გაკოტრების მმართველი - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ 21115,23 ლარის ოდენობით (სს „ქიმბოჭკოს“ ქონების დაცვისთვის გაწეული ხარჯები) ვინაიდან მესამე რიგის კრედიტორისათვის გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ამავე რიგში რეგისტრირებული კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოთხოვნის დასაფარად, მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ ნაწილობრივ7961,98 ლარით.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კ ა ნონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან თანხა სრულად ვერ ფარავს წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება შემდგომი რიგის კრედიტორის მოთხოვნები.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს ა დაკრედიტორ ებ ს, მიაჩნია , რომ სს „ქიმბოჭკოს“გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმისწარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5,მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დამტკიცდეს გაკოტრების მმართველის წარმოდგენილი ანგარიში; დასრულდეს სს „ქიმბოჭკოს“გაკოტრების საქმის წარმოება(მისამართი: ქ. რუსთავ ი, მშვიდობია ქ. №12, საიდენტიფიკაციო კოდი 216290644 );

2.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს სს „ქიმბოჭკოს“(საიდენტიფიკაციო კოდი 216290644 ) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა);

3.განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე;

4.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

მოსამართლე                                                               ნატა თედეშვილი