„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 46) დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:
„თავი IX1
დახმარება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გარდაცვალებისას ან დაინვალიდებისას
მუხლი 771
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 3 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. იგი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში, ეძლევა დახმარება:
ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 2 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3403–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.06.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3403. სარეგისტრაციო კოდი — 010.230.000.05.001.002.342.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №3403, 23.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.002.342 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24058/