1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტების დამტკიცებული უნიფიცირებული ფორმებითა და ტაბელთ.
2. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტების დამტკიცებულ უნიფიცირებულ ფორმებთან და ტაბელთან უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილები